"ბარსელონა" გაყიდული ბილეთების თანხას უკან დააბრუნებს

"ბარსელონა" გაყიდული ბილეთების თანხას უკან დააბრუნებს

კატალონიის "ბარსელონა" წინასწარ გაყიდული ბილეთების თანხას უკან დააბრუნებს, ვინაიდან, კორონავირუსის გამო, თამაშები დახურულ კარს მიღმა გაიმართება.

"კორონავირუსის პანდემიამ ზეგავლენა ყველა ჩემპიონატზე იქონია. სიტუაციამ ჩვენს კლუბს პირდაპირ დაარტყა, როდესაც ესპანეთის მთავრობამ განგაშის ზარებს შემოჰკრა და ყველა საფეხბურთო მატჩი გადადო.

ახლა გვთხოვენ, რომ სახლებში დავრჩეთ, რის გამოც "კამპ ნოუზე" სტუმრობა, თქვენი საყვარელი გუნდის თამაშის მოედნიდან ყურება და ტრიბუნების შევსება არ შეგიძლიათ.

რადგანაც არ ვიცით, კიდევ როდის შეძლებთ "თქვენს სახლში" მისვლას, 30 დღის ვადაში, ბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაგიბრუნდებათ.

თანამშრომლობისა და გაგებისათვის მადლობას გიხდით. ვწუხვართ, თუ ამჟამინდელი მდგომარეობა თქვენში უხერხულობას იწვევს. 

ბოლოს და ბოლოს, "კამპ ნოუს" კარი თქვენთის გაიღება. თქვენ "ბარსელონას" დიდი ოჯახის წევრები ხართ და ვიმედოვნებთ, რომ საყვარელი ფეხბურთელების მხარის დასაჭერად კიდევ გვესტუმრებით. 

"ბარსა" და "კამპ ნოუ" თქვენს დაბრუნებას მოუთმენლად ელის.

საუკეთესო სურვილებით", - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 25 მაისი 2020 22:25
    1
    დიდსულოვანი საქციელია
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.