ESPN: ივნისის ბოლომდე "ბარსელონას" 70 მილიონის შეგროვება მოუწევს

ESPN: ივნისის ბოლომდე "ბარსელონას" 70 მილიონის შეგროვება მოუწევს

ავტორიტეტული გამოცემა ESPN-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" იძულებულია, ბიუჯეტის დასაბალანსებლად, ივნისის ბოლომდე ფეხბურთელების გაყიდვით 70 მილიონი ევრო შეაგროვოს.

ასეთ მოთამაშეთა რიცხვს, წყაროს ცნობით, არტურ მელო, ივან რაკიტიჩი და არტურო ვიდალი მიეკუთვნებიან, თუმცა ბოლო დროს გაჟღერდა, რომ სამივეს "ბლაუგრანაში" დარჩენა სურს. ასევე, ბოლო პერიოდში ხშირად გვესმის ჟუნიორ ფირპოს, სამუელ უმტიტისა და ნელსონ სემედუს კანდიდატურების შესახებაც, რომელთა თაობაზეც კლუბს შეთავაზება ჯერ არ მიუღია.

2019/20 წლების სეზონის წინ ნავარაუდები იყო, რომ კატალონიური კლუბის შემოსავალი, ისტორიაში პირველად, 1 მილიარდს მიაღწევდა. თუმცა, ვიცე-პრეზიდენტის, ჟორდი კარდონერის თქმით, კორონავირუსის პანდემია "ბარსას" 140 მილიონ ევრომდე უკვე დაუჯდა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, "ბლაუგრანამ" მუზეუმიდან და ბილეთებიდან 50 მილიონი იზარალა, სატელევიზიო შემოსავალში - 50 მილიონი, ხოლო დანარჩენი თანხა მაღაზიებსა და საფეხბურთო სკოლებზე მოდის.

გამოცემა ESPN დარწმუნებულია, რომ "ბარსელონა" მოთამაშეებს ხელფასების შემცირებას კიდევ სთხოვს. "ბლაუგრანას" ლა ლიგის პრეზიდენტის, ხავიერ ტებასის მოსალოდნელი რეგულაციების გათვალისწინებაც მოუწევს, რომლის მიხედვითაც, კლუბები ტრანსფერებში გათვალისწინებულზე მეტს ვერ დახარჯავენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #3 25 მაისი 2020 23:35
    0
    ციტატა: Iniesta_8
    რეზერვი არ აქვს კლუბს? ერთი 200 მილიონიანი ზარალი არ უნდა იყოს გათვალისწინებული ყოველი შემთხვევისთვის? ახლა მოუწევთ ერთი კარგი ფეხბურთელის გაყიდვა აბა ფირპო და რაკიტიჩი არ გამოვა 70 ლიმონი მაგას ზემოდან სემედუ ან რობერტო სჭირდება

    ერთი კარგის გაყიდვა კიდე ჯანდაბას, ყიდვაც რო უნდათ უაზროდ ლაუტაროების, კაი 2-3 იც არ გაყიდონ იმის მეშინია. არტურს ძალიან ცუდად ეთამაშებიან, შტეგენზეც ყოყმანობდნენ კონტრაქტზე. ვინმემ 100 მილიონი დადოს და დე იონგსაც გაყიდის ეს არაკაცი. მაგარი წმენდა-ნგრევა აქვს ჩაფიქრებული არჩევნების წაგებამდე
    Culé [?]
    #2 25 მაისი 2020 22:38
    0
    რეზერვი არ აქვს კლუბს? ერთი 200 მილიონიანი ზარალი არ უნდა იყოს გათვალისწინებული ყოველი შემთხვევისთვის? ახლა მოუწევთ ერთი კარგი ფეხბურთელის გაყიდვა აბა ფირპო და რაკიტიჩი არ გამოვა 70 ლიმონი მაგას ზემოდან სემედუ ან რობერტო სჭირდება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 25 მაისი 2020 19:53
    2
    და ამათ ლაუტაროს და ნეიმარის მოყვანა უნდათ?!
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.