ივან სამორანო: "ბარსელონას" ფინანსური პრობლემები აქვს, ლაუტარო "ინტერში" დარჩება

ივან სამორანო: "ბარსელონას" ფინანსური პრობლემები აქვს, ლაუტარო "ინტერში" დარჩება

"ინტერის" ყოფილმა შემტევმა, ივან სამორანომ, მილანური კლუბის არგენტინელი თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

"დიდი იმედი მაქვს, რომ ლაუტარო "ინტერში" დარჩება. ის ახალგაზრდა, 22 წლის ბიჭია.

კავანი მარტინესზე 11 წლით უფროსია. ედინსონს დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ მის მოსვლას ლაუტაროს გაყიდვასთან საერთო არაფერი აქვს.

"ბარსელონას" ფინანსური პრობლემები აქვს, რაც კლუბს ლაუტაროს შეძენის საშუალებას არ აძლევს. ამიტომ, ჩემი აზრით, ის დარჩება. ამაში ეჭვი არ მეპარება.

გარანტიას გაძლევთ, რომ ლაუტარო "ინტერის" მომავალია. "ბარსელონას" სულ მცირე 100 მილიონი ევრო სჭირდება. ეს ის მინიმალური თანხაა, რაც "ნერაძურიმ" მოითხოვა.

ანტონიო კონტეს არტურო ვიდალი ძალიან მოსწონს, მაგრამ თავდაპირველად კატალონიელებმა "ინტერს" 100 მილიონი უნდა შესთავაზონ", - ციტირებს სამორანოს სიტყვებს Goal.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 26 მაისი 2020 00:51
    0
    ბარსას ფინანსური პრობლემები აქვს, ინტერს კი გეგონება ფული ჩეჩქვივით აქვს.
    წევრი [?]
    #6 25 მაისი 2020 19:38
    0
    კაი გაჩე ;დ
    Culé [?]
    #5 25 მაისი 2020 17:37
    0
    ნუ სამორანო ფინანსებში მხეცია, დაუჯერეთ ამას, თუ თქვა რომ კრიზისი გვაქვს ესე იგი ეგრეა
    წევრი [?]
    #4 25 მაისი 2020 17:23
    2
    მე კი მაგრა მინდოდა რო ლაუტარო მოსულიყო მარა დაცვა სჯობს მართლა რა.
    --------------------
    Always basca
    ფანი [?]
    #3 25 მაისი 2020 17:10
    1
    ჯონათან დავიდი მოიყვანონ 30 მილიონი დაუჯდებათ და რომც ვერ გაამართლოს მაქსიმუმ 10 მილიონი იზარალონ მარა მგონია რო გაამართლებს ფაბიან რუისი იყიდონ და ასევე უპამეკანო განათხივრებულებიდან კუკურელია ტოდიბო კოუტინიო ტრინკაო ისედაც მოდის ესენი დააბრუნონ. გაყდვით ფირპო უმტიტი რაფინია რაკეტა. ბარსა ბდან პუჩი დააწინაურონ. და იჯარით გაუშვან არაუხო ფატი მატეუს ფერნანდესი პედრი კოლიადო 1 წლით იჯარით ესენი თუ გაამართლებენ დააბრუნონ თუ არადა გაყიდონ. ვსო მეტი არავინ გვინდა არც ნეიმარი და არც ლაუტარო
    Culé [?]
    #2 25 მაისი 2020 17:01
    4
    ერთი მარტივი ჭეშმარიტებაა
    ვისაც კი თეთრი ფორმა სცმია, სულით ბოღმა, წამპალი და შურიანია!
    ბარსელონას სიძულვილში ჩაძაღლდებიან და ამ სულის სიდამპლეს ვერ მოიშურებენ, რადგან ძალზედ ძნელად განკურნებადია

    ეხლა კიდევ უფრო ვაფასებ ლუჩოს, რამხელა სულის და ღირსების პატრონი ყოფილა, რომ რეალ მადრიდის და ბერნაბეუს ბოღმა და დაღი ისე მოიშორა, რომ სრულიად სხვა ადამიანად იქცა
    რამხელაზე ვაფასებ ლუჩოს, რომ წასვლის მერე რეალს ტ****ში ამოხადა სული, ჯერ ფეხბურთელის და მერე მწვრთნელის რაგნში

    სამორანოოოო, შენ არ იყავი, თხასავით რომ გაგყიდეს და მიატოვიჩი გამჯობინეს (შუკერს კიდევ არა უშავდა)
    შენ არ იყავი, რომ მადრიდიდან წიხლისკვრით მოგისროლეს?

    და მაინც, ცალკე ბარსელონა გეჯავრება და ცალკე არგენტინელები შე ახვარო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 25 მაისი 2020 16:46
    2
    მეტი რანაირად უნდა უთხრან რო ტყუილად ოფლიანობს ბართომეუ ლაოტაროს საყიდლად შეეშვას რაა შეეშვას დაცვა გააძლიეროს ლაუტაროში გადასახდელი ფულით შეტევაში ისად კარგად გვაქვს საქმე სწორი ფორმაცია და ძაან მაგარი შეტევა გვეყოლება დაცვაა მისახედი დაცვა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued