"იუვეს" დემბელეც მოუნდა
"ბარსელონასა" და "იუვენტუსს" შორის, მოლაპარაკებები გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ არტურმა არაერთხელ დაადასტურა დარჩენის სურვილი, "ბარსა" მაინც აძლევს "იუვეს" თავისუფლებას, რომ მათ ფეხბურთელთან, მოლაპარაკებები აწარმოოს.
გუნდები სხვა ფეხბურთელებსაც განიხილავენ, მათ შორის ნელსონ სემედუს, რომელიც დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს, მაგრამ თავად "მანჩესტერ სიტიში" სურს წასვლა.
"ბარსა" და "იუვე" ჯერ ვერაფერზე შეთანხმდნენ, MD კი ავრცელებს, რომ ტურინელებს, დემბელეს იჯარით აყვანა სურთ. გამომდინარე მისი რთული ხასიათისა და ქრონიკული ტრავმებისა, იტალიელები ყიდვას ვერ ბედავენ, მაგრამ იჯარაზე თანახმა არიან. გარდა ტურინელებისა, დემბელეს მიმართ ინტერესს პსჟ და "არსენალი" გამოთქვამენ.
მოსალოდნელია, რომ ლაუტაროს ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ, კიდევ ერთხელ დადგება დღის წესრიგში, ნეიმარისა და დემბელეს გაცვლა. ამ ვარიანტზე წინა წელსაც საუბრობდნენ, მაგრამ "ბარსამ" დემბელეს გაშვება არ ისურვა, როგორც საბოლოოდ ჯამში გაირკვა, დიდი შეცდომაც დაუშვა, რადგან ფრანგი ისევ ტრავმიანობს.
პსჟ-ს დემბელეს გადაბირება, მპაბეს შენარჩუნებაში დაეხმარებათ. "იუვეს" კი ნამდვილად არ აქვს ისეთი შეთავაზება, რომ "ბარსელონა" მოხიბლოს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]