"ბარსას" მეოთხე მცდელობა

  • 25-05-2020, 12:39
  • "ბარსას" მეოთხე მცდელობა

    "ბარსა" მირალემ პიანიჩის გადაბირებას უკვე მეოთხედ ცდილობს. ეს კლუბისთვის უცხო არ არის, როგორც წესი, კატალონური კლუბი, ფეხბურთელებს დიდხანს აკვირდება, მაგალითისთვის რონალდინიო, სუარესი და რაკიტიჩი გამოგვადგება.

    რონალდინიოს მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ 1999 წელს გაჩნდა, მაგრამ კონტრაქტი 4 წლის შემდეგ გაუფორმეს. ლუის სუარესს ჯერ კიდევ "აიაქსში" თამაშის დროს აკვირდებოდნენ და სანამ მსოფლიო დონის ვარსკვლავად არ ჩამოყალიბდა, მანამდე არ იყიდეს. რაკიტიჩი რადარზე მაშინ გამოჩნდა, როცა "შალკეში" აღმოჩნდა და გრანდების ყურადღბა მიიქცია, მაგრამ "ბარსას" ხელმძღვანელობა მოთმინებით აკვირდებოდა, როგორ ითამაშებდა "სევილიაში", როგორ გაივლიდა ადაპტაციას, შეძლებდა თუ ვერა თავის დამკვიდრებას და როცა ნახეს, რომ გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძინეს.

    გასაკვირი არ არის, რომ პიანიჩიც დიდი ხანია, "ბარსას" ინტერესის სფეროშია, მაგრამ მისი შეძენის საუკეთესო დრო, მემგონი მაინც წარსულს ჩაბარდა. ის ხომ უკვე 30 წლის არის?!

    პირველად, 2016 წელს სურდა ლუის ენრიკეს, პიანიჩის შეძენა. 

    "რომაში" მუშაობის პერიოდში, პიანიჩმა მასზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და იფიქრა "ბარსაში" გადმოვიყვანო, მაგრამ ტრანსფერი ვერ შედგა, მცირე ხანში კი თავად ლუის ენრიკე წავიდა გუნდიდან.

    მიუხედავად ამისა, "ბარსას" ინტერესი არ განელებულა და მაშინვე სცადეს ბოსნიელის გაფორმება, მაგრამ საქმეში "იუვე" ჩაერთო და პიანიჩმა არჩევანი, ტურინელების სასარგებლოდ გააკეთა.

    "ბარსას" მომდევნო მცდელობა მაშინ ჰქონდა, როცა გრიზმანმა ბოლო მომენტში გადაიფიქრა კონტრაქტის გაფორმება, გუნდი ჯერ კიდევ არ იყო სრულყოფილად დაკომპლექტებული და სწორედ ამ დროს ეცადნენ, ისევ, პიანიჩის შეძენას, მაგრამ არც მაშინ გამოვიდა რამე.

    ახლა კი "ბარსა", მეოთხედ ეცდება ბოსნიელის გადაბირებას და ვერ ვიტყვით, რომ ეს, პიანიჩის კარიერის საუკეთესო ეტაპზე ხდება.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Guro ფანი [?]

    25 მაისი 2020 14:52

    სკამისთვის იდეალურია

    1
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    25 მაისი 2020 14:23

    პიანიჩი და ჯანდაბა თქვენ.

    1
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    me da barca Culé [?]

    25 მაისი 2020 14:21

    როცა ბარსას უნდოდა ხან ეს არ გადმოვიდა ხან იუვემ არ გამოუშვა. ახლა როცა დაბერდა და იუვესაც არ ჭირდება ჩვენ უნდა შემოგვტენონ? თან ისე რომ იქეთ რაიმე უკეთესი მსუყე ნაჭერი წაიღონ. სადაც ლურსმანს მიარჭობენ იქედან ნაჯახი უნდა ჩამოხსნან, ბართო კი პირიქით აკეთებს ეს მავნებელი.

    2
    გასულია
    gurgenidze Culé [?]

    25 მაისი 2020 13:18

    ციტატა: M10 S9 D11
    მხოლოდ და მხოლოდ რაკიტიჩში ან ვიდალში უნდა გაცვალონ არტურს შეეშვან
    ციტატა: gurgenidze
    Arturi datanxmda gadasvlaso iwereba da katastropas vuaxlovdebit...

    ჭორია ეგ დედამისმაც თქვა რო ბარსაში ბედნიერიაო

    Bednieri kia mara tu ar ayenebs barto ?

    0
    საიტზეა
    ფეოლა მწერალი [?]

    25 მაისი 2020 13:06

    ციტატა: nika 54
    „ბარსა“ მირალემ პიანიჩის გადაბირებას, უკვე მეოთხედ ცდილობს. ეს კლუბისთვის უცხო არ არის, როგორც წესი, კატალონური კლუბი, ფეხბურთელებს დიდხანს აკვირდება, მაგალითისთვის რონალდინიო, სუარესი და რაკიტიჩი გამოგვადგება.
    რონალდინიოს მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ 1999 წელს გაჩნდა, მაგრამ კონტრაქტი 4 წლის შემდეგ გაუფორმეს. ლუის სუარესს ჯერ კიდევ „აიაქსში“ თამაშის დროს აკვირდებოდნენ და სანამ მსოფლიო დონის ვარსკვლავად არ ჩამოყალიბდა, მანამდე არ იყიდეს. რაკიტიჩი რადარზე მაშინ გამოჩნდა, როცა „შალკეში“ აღმოჩნდა და გრანდების ყურადღბა მიიქცია, მაგრამ „ბარსას“ ხელმძღვანელობა მოთმინებით აკვირდებოდა, როგორ ითამაშებდა „სევილიაში“, როგორ გაივლიდა ადაპტაციას, შეძლებდა თუ ვერა თავის დამკვიდრებას და როცა ნახეს, რომ გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძინეს.
    და აბა ამ დემბელეს რას ეცნენ და მოიყვანეს უცბად?


    ეგ ექსტრემალური სიტუაცია იყო, მაინც მოულოდნელი გამოდგა ნეიმარის წასვლა და მაგისთვის მზად არავინ ყოფილა.

    როცა ეგეთი ტრიო გყავს, შემცვლელზე საერთოდ რატო იფიქრებ..
    დაგვაქცია ტიპმა : ))

    1
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    25 მაისი 2020 13:00

    მხოლოდ და მხოლოდ რაკიტიჩში ან ვიდალში უნდა გაცვალონ არტურს შეეშვან
    ციტატა: gurgenidze
    Arturi datanxmda gadasvlaso iwereba da katastropas vuaxlovdebit...

    ჭორია ეგ დედამისმაც თქვა რო ბარსაში ბედნიერიაო

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    gurgenidze Culé [?]

    25 მაისი 2020 12:58

    Arturi datanxmda gadasvlaso iwereba da katastropas vuaxlovdebit...

    0
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    25 მაისი 2020 12:45

    „ბარსა“ მირალემ პიანიჩის გადაბირებას, უკვე მეოთხედ ცდილობს. ეს კლუბისთვის უცხო არ არის, როგორც წესი, კატალონური კლუბი, ფეხბურთელებს დიდხანს აკვირდება, მაგალითისთვის რონალდინიო, სუარესი და რაკიტიჩი გამოგვადგება.
    რონალდინიოს მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ 1999 წელს გაჩნდა, მაგრამ კონტრაქტი 4 წლის შემდეგ გაუფორმეს. ლუის სუარესს ჯერ კიდევ „აიაქსში“ თამაშის დროს აკვირდებოდნენ და სანამ მსოფლიო დონის ვარსკვლავად არ ჩამოყალიბდა, მანამდე არ იყიდეს. რაკიტიჩი რადარზე მაშინ გამოჩნდა, როცა „შალკეში“ აღმოჩნდა და გრანდების ყურადღბა მიიქცია, მაგრამ „ბარსას“ ხელმძღვანელობა მოთმინებით აკვირდებოდა, როგორ ითამაშებდა „სევილიაში“, როგორ გაივლიდა ადაპტაციას, შეძლებდა თუ ვერა თავის დამკვიდრებას და როცა ნახეს, რომ გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძინეს.
    და აბა ამ დემბელეს რას ეცნენ და მოიყვანეს უცბად?

    1
    პარტნიორები
    Flashscore.ge