"ბარსელონა" 18 წლის ნახევარმცველისთვის იბრძვის [ვიდეო]

  • 25-05-2020, 12:38
  • "ბარსელონა" 18 წლის ნახევარმცველისთვის იბრძვის [ვიდეო]

    კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" ბერლინის "ჰერტას" ახალგაზრდა ნახევარმცველს, ლაზარ სამარჯიჩს აკვირდება, რომელსაც ბუნდესლიგაში დებიუტი რამდენიმე დღის წინ ჰქონდა. 

    სამარჯიჩი 18 წლის თებერვალში გახდა. ის წარმოშობით სერბია, თუმცა გერმანიაშია დაბადებული და ბუნდესნაკრების ახალგაზრდულ გუნდებში რეგულარულად გამოდის. 

    მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს სერიოზული ტრავმა მიიღო, ფეხბურთელი სწრაფად პროგრესირებს. Sky Sports Italia-ს ცნობით, მისი შეძენა "ბარსას" გარდა "მილანს", "იუვენტუსსა" და მადრიდის "ატლეტიკოსაც" სურს. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Gio-96 გულშემატკივარი [?]

    25 მაისი 2020 12:57

    ბიჯო ამ ნახევარმცველებს რას გადაეკიდნენ, თუ ბუნდესლიგიდან გინდათ რომ მოიყვანოთ ეგეშტაინი იყიდეთ უმაგრესი ბიჭია

    0
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    25 მაისი 2020 12:43

    "დებიუტი რამდენიმე დღის წინ ჰქონდა"-კარგია რო ბარსელონას "რადარებზე" უკვე მოხვდა. ესენი ვერ გავიგე რას აპირებენ? ლეომ გასაგებად უთხრა ნეიმარი მინდა -თუ ტიტულებზე ფიქრობთო და ესენი რეებს ჩალიჩობენ ვერ გავიგე, გუნდში ტევა აღარ არის, 6 კაცის გარდა ყველას ვუშვებთო და ამ დროს "ყველა" მოყავთ?

    4
    პარტნიორები
    Flashscore.ge