ნეიმარი რეზერვში

  • 25-05-2020, 11:25
  • ნეიმარი რეზერვში

    "ბარსელონამ" ტრანსფერებზე მუშაობა უკვე დაიწყო, მაგრამ ნეიმარი დირექტორების პრიორიტეტი არ არის. როგორც განვლილმა პერიოდმა გვაჩვენა, "ბარსა", პირველ რიგში, ლაუტარო მარტინესის და მირალემ პიანიჩის შეძენას შეეცდება.

    საკითხავია, შექმნილი ფინანსური მდგომარეობის გამო, რამდენად შეძლებს კლუბი, მესამე ტრანსფერის განხორციელებას, მით უმეტეს, როცა, საუბარია ნეიმარზე, ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელზე, თანამედროვე ფეხბურთში.

    ნეიმარის დაბრუნების საკითხი, მისი წასვლისთანავე აქტუალური გახდა. ყოველი სეზონის ბოლოს, იწერება, რომ ნეიმარი "ბარსაში" ბრუნდება, მაგრამ, როდესაც პსჟ არაბებმა შეიძინეს, მათ მკაცრად განსაზღვრეს, რომ მთავარ ვარსკვლავებს, ყველაფრის ფასად შეინარჩუნებდნენ. ასეც მოხდა, ფრანგულ კლუბს, ჯერ არცერთი ფეხბურთელი არ გაუშვია, რომლის გაშვებაც არ სურდა.

    ვერატის ტრანსფერის გახსენებაც კი საკმარისი იქნება. "ბარსა" მთელი სეზონი აწარმოებდა მოლაპარაკებებს, საბოლოოდ კი მხოლოდ ის შეიცვალა, რომ, პსჟ-მა, იტალიელს, გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზა.

    ნეიმარის ტრანსფერი, ყველაზე წინააღმდეგობრივი ტრანსფერი იქნება, რადგან, ხელმძღვანელობით დაწყებული, ფანებით დამთავრებული, მასზე აზრები იყოფა. რთული სათქმელია, უფრო მეტ ადამიანს სურს მისი დაბრუნება, თუ პირიქით.

    ფეხბურთელებს რაც შეეხებათ, ვიცით, რომ მესის და სუარესს სურთ ნეიმარის დაბრუნება და ვინმეს რომ არ სურდეს, აბა ხმის ამოღებას როგორ გაბედავს?!

    ნეიმარის დადებით და უარყოფით მხარეებზე, უკვე ყველამ ყველაფერი იცის. მოსალოდნელია, რომ ლაუტაროს ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ, "ბარსა" მთლიანად ნეიმარზე გადაერთვება, მაგრამ თუ ეს ორი ტრანსფერი განხორციელდა, კლუბს რომელიმე ვარსკვლავი აუცილებლად დატოვებს, შემტევ ხაზში კი, მათი გვარები ასეთია - გრიზმანი, დემბელე, კოუტინიო.

    ნეიმარის დაბრუნება რთული იქნება. თუ ვერ დაბრუნდა, ამაზე საუბარი, მომდევნო სეზონებშიც გაგრძელდება.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    messi_leo წევრი [?]

    25 მაისი 2020 20:06

    Erti amat tvinshi chamaxeda ra.. ra pianichi da lautaro?! Roca neimarit shesadzloa udidesi problemis gadachra. Nutu aseti tupoebi arian da ver xedavs es xelmdzgvaneloba ro neimarze metad axla gunds aravin ar chirdeba. Ra pianichi xalxo ra pianichi,nutu simartlea es yelaferi?!tu neimarinar undat sancho mainc ichalichon sul araraobas eg kai talantia. an am lautaroze ra gadaichres venebi,roca gindshi grizmania da sheudLia mag adgilis shevseba,an am grizmans ras upireben momaval wels ra poziciaze unda atamashon,ver vxvdebi am xelmdzgvanelobis verafers.nutu kaifoben da specialurad iqcevian ase.sainteresoa.

    2
    გასულია
    Guro ფანი [?]

    25 მაისი 2020 14:50

    ბარსას სატრანსფერო პოლიტიკა ამ ზაფხულს:
    მეკარე:ტერ შტეგენი ძირითადში რა თქმა უნდა,გაყოდონ ნეტუ და დააწინაურონ ინიაკი პენია.
    მარჯვენა მცველი:ძირითადი სემედუ(თუ გაყიდეს დესტი იყიდონ) სკამზე ემერსონი ან ვაგე.ბოლო ორიდან ერთი გასაყიდია.სერხი რობერტოს ჩართვა შეიძლება ნებისმიერ დიდ ტრანსფერში და ამას გამოვიყენებდი.
    ცენტრ მცველები:ძირითადი პიკე,ტოდიბო უნდა დააბრუნონ და აათამაშონ,მომდევნო სეზონებში ჩაანაცვლებს პიკეს.იქით ლენგლე უმტიტია და როგორც ჩანს უმტიტის გაყიდვას არ აპირებენ თუ დაიბრუნა ფორმა(კი მეეჭვება მაგრამ მაინც)მაგაზე უკეთესს ვერ მოვიყვანთ ვერავის.სკამზე ლენგლე და ბარსა ბ-დან არაუხო.
    მარცხენა მცველი:ალბა ძირითადში და სკამზე ტალიაფიკო,მომდევნო სეზონშივე ჩაანაცვლებს ტალიაფიკო ალბას.ალბა რო წავა კუკურელია გამოისყიდონ და ტალიაფიკო კუკირელია დადგნენ.
    საყრდენი:აქ ბუსი უკვე უნდა ჩაანაცვლოს ფრენკიმ,ბუსი გადაჯდეს სკამზე და როცა მორჩება კარიერას ორიოლ ბუსკეცი იქნება ფრენკის რეზერვისტი.
    ცენტრ ნახ.მცველი:აქ არტური უნდა იყოს ძირითადში.პიანიჩი მშვენიერი ვარიანტია რაკიტიჩის ან ვიდალის(თუნდაც ორივეს)ნაცვლად.პიანიჩი გაყიდონ 2სეზონის მერე და მორიბა დააწინაურონ.
    შემტევი ნახ.მცველი:აქ პირველ რიგში კოუტინიოს დავაყენებდი და რეზერვისტად ან ალენია დაუდგებოდა ანაც პუჩი.პედრიც იხოდება მოკლედ აქ ბევრი ვარიანტია სკამზე
    მარჯვენა ვინგერი:აქ ლეო და ტრინკაუ იყომარებენ.
    ცენტრ ფორვარდი:გრიზმანი ძირითადში და სუარესი სკამზე,მაგრამ სუა უნდა დაიტვირთოს დიდ თამაშებშიც(ისევე როგორც ბუსკეცი).
    მარცხენა ფლანგი:დემბელე და ბრეიტვეიტი.ბრეიტა 3წლიანი პროექტია მეტი არა დარო წავა ფატი დააწინაურონ.კოლიადოც არ დაგვავიწყდეს.

    2
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    25 მაისი 2020 14:17

    ნეი ჩემთვის ყველაზე დიდი ტალანტია მათ შორის,ვინც ნიჭი გაფლანგა. მართალია გაუჩომაც 3-4 წელი ითამაშა ის ფეხბურთი,რამაც უამრავი ფანი შესძინა სპორტის აღნიშნულ სახეობას,მაგრამ იმან იკაიფა,ჩვენც გვაკაიფა და ასეთი დონის ფეხბურთით 10-15 წელი რომ ვერ შეინარჩუნებდა პიკს ნათელი იყო(თუმცა 3-4 წელი კიდევ შეეძლო ჯადოქრობა) და დროის აღნიშნულ მცირე მონაკვეთში შეძლო ყველა კატეგორიის საკლუბო,სანაკრებო და ინდივიდუალური ჯილდოს მოგება.
    რაც შეეხება ნეის,მისი პიკი უნდა ყოფილიყო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი,თუმცა სიხარბემ თავისი გაიტანა და საფრანგეთის ჩემპიონატის დონეზე დეგრადირებულმა ფეხბურთელმა ფაფხურის მეტი ვერაფერი შემოგვთავაზა 2018 წლის ჩემპიონატზე. ახლა შემიძლია დანამდვილებით ვთქვა,რომ ეს ფეხბურთელი ნიჭ გაფლანგული ცანცარაა,რომელსაც ყველა დროის ტოპ 10 ფეხბურთელში შეეძლო მოხვედრა,მაგრამ ბოლოს ლიგა ერთის ლეგენდობა შერჩა. ამისგან აღარაფერი გამოვა,ფული საკმარისად იშოვა და მეტი ამბიცია არც გააჩნია.

    3
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    me da barca Culé [?]

    25 მაისი 2020 14:08

    ერთი ამ მონათმფლობელ შეიხის ტვინში ჩამახედა. ტიპი ცალი ფეხით თამაშობს, უგულოდ, ლამის ძალით და მაინც არ უშვებს. ასეთი ფეხბურთელი, რომელიც კარისკენ იყურება და გაქცევაზეა, შედეგს ვერასდროს დაგიდებს. ბევრ გუნდს არ უნდოდა ამა თუ იმ ფეხბურთელის გაშვება, მაგრამ მიხვდნენ, რომ უნდა გაეშვათ და გაუშვეს. ეს რა გახდა ეს შავტ.. არაბი. ამას თავი ყატარში გონია და ეს ფეხბურთელები კიდე მონები, რომლებსაც ჭაბურღილში ამუშავებს.
    რამდენი არა ყატარელი მუშაა თურმე დაღუპული ყატარში, რომლებსაც არაადამიანურ პირობებში ამუშავებენ სტადიონების თუ სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობებში. კვერცხებით უნდა დაკიდე ისინი ვინც მისცა ნება მუნდიალის ჩატარების ამ მხეცებს.

    0
    გასულია
    ფეოლა მწერალი [?]

    25 მაისი 2020 13:07

    ციტატა: nika 54
    "ბარსა, პირველ რიგში, ლაუტარო მარტინესის და მირალემ პიანიჩის შეძენას შეეცდება.
    საკითხავია, შექმნილი ფინანსური მდგომარეობის გამო, რამდენად შეძლებს კლუბი, მესამე ტრანსფერის განხორციელებას"

    ჩემთვის უფრო საკითხავია, რატომ გახდა ნეიმარის ტრანსფერი მესამე? და რით ჯობიან ის პირველ-მეორე ამ მესამეს? და თუ ვინმე დამომტკიცებს რო ორივენი ჯობიან მესამეს, ჩემ ხმას ვერავინ ვეღარ გაიგებს.


    უფრო მარტივი ტრანსფერია, ყველანაირად, თან ბევრად იაფი.
    ეგ არის და ეგ. სხვა არაფერი.

    0
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    25 მაისი 2020 12:50

    "ბარსა, პირველ რიგში, ლაუტარო მარტინესის და მირალემ პიანიჩის შეძენას შეეცდება.
    საკითხავია, შექმნილი ფინანსური მდგომარეობის გამო, რამდენად შეძლებს კლუბი, მესამე ტრანსფერის განხორციელებას"

    ჩემთვის უფრო საკითხავია, რატომ გახდა ნეიმარის ტრანსფერი მესამე? და რით ჯობიან ის პირველ-მეორე ამ მესამეს? და თუ ვინმე დამომტკიცებს რო ორივენი ჯობიან მესამეს, ჩემ ხმას ვერავინ ვეღარ გაიგებს.

    4
    გასულია
    frenkie dejong21 ფანი [?]

    25 მაისი 2020 12:44

    ანუ დაცვაში ისევ გარღვევა გვექნება და ფლანგები ისევ ჩამკვდარი ლაუტაროს მოსვლა ამ ეტაპზე არაფერს შეგვმატებს 😏

    5
    გასულია
    Lionel Messi - 10 Culé [?]

    25 მაისი 2020 11:54

    დაცვას მიხედეთ ბიჭო დაცვას 😀 პრახადნოი როგვაქ უკან 😐

    4
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    25 მაისი 2020 11:50

    არადა ფლანგის გაძლიერება უფრო გვჭირდება ვიდრე ცენტრის მარა ღადავი ისაა რო ცენტრსაც ვერ აძლიერებენ ლაუტაროს მოყვანით

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge