MD: "ბარსელონამ" კანსელუს შეძენა 2017 წელს სცადა

MD: "ბარსელონამ" კანსელუს შეძენა 2017 წელს სცადა

უკანასკნელ დღეებში სპორტულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია ნელსონ სემედუსა და "მანჩესტერ სიტის" პორტუგალიელი მარჯვენა მცველის, ჟოაუ კანსელუს, შესაძლო ბარტერის შესახებ. Mundo Deportivo წერს, რომ "ბარსა" მისი შეძენით ჯერ კიდევ 3 წლის წინ იყო დაინტერესებული.

მაშინ, 22 წლის კანსელუ "ვალენსიას" რიგებში ირიცხებოდა, "ბარსელონა" კი ახალგაზრდა და პერსპექტიულ მარჯვენა მცველს ეძებდა. კლუბის სპორტული დირექტორი, რობერტ ფერნანდესი, პირადადაც შეხვდა ფეხბურთელს, რომელმაც ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურის მორგების სურვილიც გამოთქვა. თუმცა ტრანსფერი "ვალენსიას" მიერ ფეხბურთელის სანაცვლოდ მოთხოვნილმა 60 მილიონმა ევრომ ჩაშალა.

საბოლოოდ, "ბარსამ" არჩევანი 23 წლის ნელსონ სემედუზე შეაჩერა, რომელიც "ბენფიკადან" 35 მილიონ ევროდ, კანსელუს ღირებულებაზე, თითქმის, ორჯერ ნაკლებად, შეიძინა.

კანსელუ კი მილანის "ინტერს" იჯარის წესით შეუერთდა. ერთი წლის შემდეგ იგი "იუვენტუსმა" დაიმატა (40 მილიონი ევრო), გასულ ზაფხულს კი "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა (65 მილიონი ევრო).

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 24 მაისი 2020 19:06
    0
    კანსელუ ყოველთვის მომწონდა და სულ მირჩევნდოდა სემედუს
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 24 მაისი 2020 15:35
    1
    კანსელუ არა ლეღვი დესტი მოიყვანეთ და თუ სემედუს მაინც უშვებთ ემერსონიც დააბრუნეთ და დააგდეთ ზამენაზე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued