ფოკუსს მიღმა - 24.05.2020

ფოკუსს მიღმა - 24.05.2020

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ფოკუსს მიღმა". ამ რუბრიკაში შემოგთავაზებთ დღევანდელ სიახლეებს, რომლებიც ჩვენი ფოკუსის მიღმა ნაკლები მნიშვნელობის გამო დარჩა და რომლებსაც ცალკე სტატია არ მიეძღვნა.

ხავიერ მბუიამბა

"ბარსელონას" ახალგაზრდა ცენტრალური მცველი, ხავიერ მბუიამბა, შესაძლოა, "ჩელსიში" გადავიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Evening Standard ავრცელებს. ლონდონური კლუბის ინტერესი ფეხბურთელის აგენტმა, კარლოს ბაროსმაც, დაადასტურა. [Evening Standard ]

ანდრე ონანა

"ბარსელონას" "აიაქსის" 24 წლის მეკარის, ანდრე ონანას, ტრანსფერთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ნეტუს წასვლის შემთხვევაში, კატალონიელები არჩევანს ონანას შეძენასა და ინიაკი პენიას "ბარსა B-დან" დაწინაურებას შორის გააკეთებენ.  [Marca]

კორონავირუსი

სანამ "ბარსელონას" ლა ლიგა მთლიანი გუნდით ვარჯიშის უფლებას მისცემს, მოთამაშეებს კორონავირუსის ტესტის გაკეთება მესამედ მოუწევთ [Diario AS]

ორშაბათიდან მადრიდის "ატლეტიკო"  და "ბარსელონა" ოფიციალურ მაღაზიებს გახსნის. ივნისის დასაწყისში კატალონიური კლუბის გულშემატკივრებს მოედანზე მისვლა და დათვალიერება შეეძლებათ.  [Diario AS]

ქალთა გუნდი

"ბარსელონას" ქალთა გუნდის წევრები და სამწვრთნელო შტაბი საკუთარ, განცალკევებულ სავარჯიშო მოედანს ითხოვენ. კლუბი ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს და ნომერ 4 სტადიონს გამოყოფს, რომელსაც ბალახის ბუნებრივი საფარავი გააჩნია. [SER Catalunya]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    რედაქტორი [?]
    #2 23 მაისი 2020 23:21
    0
    ციტატა: Guro
    ტყუილად ყრიან ონანაში ფულს.დააწინაურონ პენია

    ნეტუ მიდის და ალბათ მაგიტო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 23 მაისი 2020 23:19
    0
    ტყუილად ყრიან ონანაში ფულს.დააწინაურონ პენია
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.