კიკე სეტიენი მესის განცხადებას პასუხობს

კიკე სეტიენი მესის განცხადებას პასუხობს

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, კიკე სეტიენი, beIN Sports-თან ინტერვიუში ლიონელ მესის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. კაპიტნის თქმით, "ბარსა" პანდემიამდე ნაჩვენები თამაშით, ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებდა.

"ამ თემამ გარკვვეული დისკუსია გამოიწვია, თუმცა ვფიქრობ, რომ, ჯამში, ორივემ ვიცით, თუ რას ვგულისხმობთ. რეალობა არის ის, რომ ორივე დარწმუნებულები ვართ, რომ გვსურს და შეგვიძლია მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა. დიახ, რაღაცების გაუმჯობესება ყოველთვის საჭიროა, მაგრამ ორივემ ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად საკმარისი რესურსი გაგვაჩნია".

სეტიენმა ლუის სუარესის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა.

"იგი ბოლომდე მზად არ არის. ის უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს. პრაქტიკულად, სხვა ფეხბურთელებთან ერთად თავს ყველაფერს ართმევს, თუმცა ჩანს, რომ სათამაშო ფორმა და დამაჯერებლობა აკლია. უკვე დიდი ხანია არ უთამაშია. ოპერაცია უკან მოვიტოვეთ. ბოლო 2 თვე მისი პროგრესის დაჩქარებას შევალიეთ. არ ვიცი, სამ, ორ თუ ოთხ კვირაში დაბრუნებდა, მაგრამ ჩემპიონატის განახლებასთან ერთად მასაც ვიხილავთ".

კანტაბრიელი სპეციალისტი, ასევე, სამუელ უმტიტისა და უსმან დემბელეს ტრავმიანობის საკითხსაც შეეხო.

"ისინი აუცილებლად გამოჯანმრთელდებიან. კარიერაში, შესაძლოა, რამდენიმე ტრავმა მიყოლებით მიიღო. ეს 20 წლის ასაკში მეც გამოვცადე, ჯერ წვივი, შემდეგ მუხლი. ასეთ პერიოდში, ამ ყველაფრის დროულად დამთავრებაზე ფიქრობ.

დემბელე აუცილებლად გამოჯანმრთელდება, უმტიტის შემთხვევაში მცირე პრობლემაა, ისიც დაბრუნდება და გუნდის დახმარებას შეძლებს", - თქვა 61 წლის სეტიენმა.

კიკე სეტიენი "ბარსელონას" სათავეში 2020 წლის 13 იანვარს ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 12 მატჩი ჩაატარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 23 მაისი 2020 22:29
    0
    სეტიენმა ლუის სუარესის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა.

    "იგი ბოლომდე მზად არ არის. ის უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს. პრაქტიკულად, სხვა ფეხბურთელებთან ერთად თავს ყველაფერს ართმევს, თუმცა ჩანს, რომ სათამაშო ფორმა და დამაჯერებლობა აკლია. "
    უყურე შენ ერთი სუარესს არ ჰქონია ეხლა თურმე სათამაშო ფორმა და დამაჯერებლობა ! ( 3 ! თვე უთამაშებლობის ფონზე) დანარჩენი ყველა ფორმაშიც ყოფილა და არც დამაჯერებლობა აკლიათ 😂 .....შენი მომყვანის ცენზურა @@@@@@@@@
    [?]
    #2 23 მაისი 2020 12:42
    6
    რასაც შენ ქადაგებ იმ სტილით ჩემ ფეხებს მოიგებ. 100 უაზრო პასი საკუთარ ნახევარზე და შეტევაში მესი ქენი რამე.. ჭ კლასის მწვრთნელი ხარ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 23 მაისი 2020 12:36
    3
    აუბი მხარი შე ქლიავო გუნდის მოტივაცია უნდა მაგ განცხადებით დედა რა შტერია ეს ფუიიი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued