კიკე სეტიენს ტაქტიკურ მონახაზებზე მუშაობა ისევ შეუძლია, ჯგუფური ვარჯიშის სესიები დაბრუნდა

კიკე სეტიენს ტაქტიკურ მონახაზებზე მუშაობა ისევ შეუძლია, ჯგუფური ვარჯიშის სესიები დაბრუნდა

კატალონიური გამოცემის, Mundo Deportivo-ს ცნობით, კიკე სეტიენი ვარჯიშებზე, სათამაშო ტაქტიკური მონახაზების გაუმჯობესებისთვის უკვე მზადაა.

ფეხბურთელებმა ვარჯიში 8 მაისს დაიწყეს და სასურველ ფიზიკურ ფორმას ეტაპობრივად უახლოვდებიან.

მწვრთნელისათვის მთავარი მისია, დაცვიდან შეტევაში ეფექტურად გადასვლაზე მუშაობა და სიტუაციის მყისიერი გამწვავებაა, რომელშიც მეკარემაც შეიძლება მიიღოს მონაწილეობა. კიკეს ასევე სურს, რომ შეტევისა და დაცვის ხაზი ერთმანეთს სწორად აზღვევდეს და რა თქმა უნდა, თამაშის ტემპი გაიზარდოს.

სეტიენი "ბარსელონას" სათავეში იანვარში ჩაუდგა და ფორსირებული გრაფიკის გამო, საკუთარი სათამაშო ფილოსოფია სრულად ვერ დანერგა. მისი მიზანი მეტოქის ნახევარზე ბურთის სწორი კონტროლი, კონტრ-შეტევებისაგან დაცვა და გუნდის მობილურობაა.

ხვალიდან ათკაციან ჯგუფებს ერთმანეთთან ბურთით ვარჯიში შეეძლება და შესაბამისად, "ბარსას" აღნიშნული საფეხბურთო კომპონენტების გაუმჯობესებისათვის მეტი დრო ექნება.

საფეხბურთო სეზონის დროებითმა პაუზამ კლუბზე ნაწილობრივ დადებითად იმოქმედა. გარდა მოსამზადებლად არსებული 5 კვირისა, ლუის სუარესმა, არტურმა და სერჟი რობერტომ ტრავმები მოირჩინეს და ვარჯიშებზე დაბრუნება უკვე მოასწრეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 23 მაისი 2020 22:57
    0
    მთავარი შეცდომები აღმოუჩენია კიკეს გუნდის თამაშში.იმედია გამოასწორებს კიდეც
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 23 მაისი 2020 00:39
    2
    კიკე შენ თუ გუნდს მოხოდავ ლიგის მოსაგებად გაღიარებ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued