კატალონიელები დარწმუნებულნი არიან, რომ ლაუტაროსა და პიანიჩს გადმოიბირებენ
მადრიდული გამოცემის, Marca-ს ცნობით, "ბარსელონა" თავის სატრანსფერო სამიზნეებში დარწმუნებულია და თავდაჯერებულია, რომ ლაუტარო მარტინესი და მირალემ პიანიჩი "ბლაუგრანელები" გახდებიან.
"ნერაძურის" უკანასკნელი ცნობებით, ლაუტაროსთვის თანხის სახით, მინიმუმ 60 მილიონი ევროა საჭირო, რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ კატალონიელები გარიგებაში რომელიმე ფეხბურთელს ჩართავენ. შეგახსენებთ, რომ არგენტინელის გამოსასყიდი თანხა 111 მილიონ ევროს შეადგენს.
Marca ნახსენებ ტრანსფერში მონაწილეობის პოტენციურ კანდიდატებად ივან რაკიტიჩს, ნელსონ სემედუს, არტურო ვიდალს, ჟუნიორ ფირპოსა და ჟან-კლერ ტოდიბოს მოიაზრებს.
რაც შეეხება პიანიჩს, ბოსნიელის გადმოსაბირებლად გაცვლა იგეგმებოდა, რომელშიც არტური უნდა ჩართულიყო. თუმცა, ბრაზილიელმა ნახევარმცველმა კლუბის დატოვებაზე უარი განაცხადა. მირალემის ტრანსფერზე მოლაპარაკებები ისევ გრძელდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]