რა უთხრა მოურინიომ გვარდიოლას 2010 წელს გამართულ თამაშში?
"ტოტენჰემის" ახლანდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, 2009/10 წლების სეზონში გამართულ მატჩში "მანჩესტერ სიტის" ამჟამინდელ და "ბარსელონას" მაშინდელ დამრიგებელთან, პეპ გვარდიოლასთან დიალოგი გაიხსენა.
2010 წელს მოურინიოს "ინტერი" და გვარდიოლას "ბარსა" ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში დაუპირისპირდნენ. განმეორებით შეხვედრაში "ნერაძურის", სერხიო ბუსკეტსთან უხეშად თამაშის გამო, ტიაგო მოტა პირველივე ტაიმში გაუძევეს. შედეგად, მილანური კლუბი მოედანზე 10 კაცით დარჩა.
"როდესაც ბუსკეტსი, პრაქტიკულად, უგონოდ დაეცა, ზუსტად ჩვენს, "ბარსელონას" სკამსა და იმ ადგილს შორის ვიდექი, საიდანაც ტიაგო მოტა გააძევეს.
საკუთარი თვალით დავინახე, როგორ ზეიმობდნენ კუთხურის ალამთან "ბარსას" სათადარიგო ფეხბურთელები ისე, თითქოს მოეგოთ. გვარდიოლამ ტაქტიკაზე სასაუბროდ იბრაჰიმოვიჩს დაუძახა, 11 10-ის წინააღმდეგ სათამაშო ტაქტიკაზე...
პეპს უბრალოდ ვუთხარი: "არ დაიწყო აღნიშვნა, თამაში არ დასრულებულა".
10 კაცით დარჩენილ "ინტერს", თამაშის დარჩენილ დროში, ლიგის ფინალში გასასვლელად თავი უნდა დაეცვა და პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული ანგარიში (3-1) შეენარჩუნებინა. კატალონიელებმა მატჩი 1-0 მოიგეს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
"მოედანზე გამოსავალი უნდა მოძებნო. ეს იყო ყველაზე სასწაული გამარჯვება ჩემს კარიერაში. 0-1 არ წაგვიგია. ეპიკურ პირობებში 3-2 მოვიგეთ", - მოურინიოს ამ სიტყვებს La Gazzetta dello Sport ციტირებს.
"ინტერმა" "ბარსელონას", ორი მატჩის ჯამში, ანგარიშით 3-2 მოუგო. იტალიელებმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბაიერნი" 2-0 დაამარცხეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]