"ატლეტიკოს" ნელსონ სემედუს შეძენა ისევ სურს

"ატლეტიკოს" ნელსონ სემედუს შეძენა ისევ სურს

მადრიდის "ატლეტიკო" კვლავ ინტერესდება "ბარსელონას" მარჯვენა მცველით, ნელსონ სემედუთი, რომელსაც მომავალ ზაფხულში კლუბის დატოვებას აქტიურად უწინასწარმეტყველებენ.

Fichajes.net ცნობით, "როხიბლანკო" სანტიაგო არიასისა და შიმე ვრსალკოს შემცვლელს ეძებს, რომელთა მომავალიც გაურკვეველია. კოლუმბიელსა და ხორვატს დიეგო სიმეონეს გუნდში მყარი პოზიციები არ აქვთ. მათი შეცვლის ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ "ბარსას" პორტუგალიელი ფლანგელი განიხილება, რომლითაც "ატლეტიკო" 1 წლის წინ, კირან ტრიპიერის ყიდვამდეც, ინტერესდებოდა.

გასულ კვირას Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინრფომაციით, თავად ფეხბურთელს "მანჩესტერ სიტიში" გადაბარგება ურჩევნია, მიუხედავად იმისა, რომ მისით მილანის "ინტერი" და ტურინის "იუვენტუსიც" ინტერესდებიან.

ჭორების თანახმად, "ნელსინიოს" ლაუტარო მარტინესის ან მირალემ პიანიჩის ტრანსფერში ჩართვა გამორიცხული არაა. სემედუ "ბლაუგრანამ" 2017 წელს 35 მილიონ ევროდ "ბენფიკადან" შეიძინა, თუმცა მას შემდეგ გუნდში თავი ბოლომდე ვერ დაიმკვიდრა და სერჟი რობერტოსთან კონკურენცია უწევდა.

26 წლის მოთამაშეს კატალონიურ გრანდთან მოქმედი კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, თუმცა მის აგენტს, ჟორჟე მენდეშს სჯერა, რომ მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე მის კლიენტს ისეთ კლუბში გადაბარგება შეუძლია, სადაც რეგულარული სათამაშო პრაქტიკა ექნება.

მინდინარე სეზონში პორტუგალიელმა, ყველა ტურნირის ეგიდით, 29 მატჩში თავი 5 ასისტით გამოიჩინა. Transfermarkt-ი მას 32 მილიონ ევროდ აფასებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 22 მაისი 2020 21:41
    0
    არავითარ შემთხვევაში ამის გაშვება არ შეიძლება არა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #4 22 მაისი 2020 21:40
    1
    რო დავაკვირდი ეს ემერსონი სემედოს ნახევარიც არაა ამიტომ სემედო დაიტოვონ და ემერსონი ლაუტაროს ტრანსფერში ჩართონ +30მლნ და რაკიტიჩი
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #3 22 მაისი 2020 19:39
    1
    ფელიშე მოგვცენ და ბონუსად რაკიტიჩიც წაიღონ😂😂😂😂
    ფანი [?]
    #2 22 მაისი 2020 19:29
    0
    მოგვცენ მაშინ საული ან ფელიში და კი ბატონო
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig and pedri the best talent❤️joan laporta is back❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    წევრი [?]
    #1 22 მაისი 2020 19:21
    0
    ბებია მაგათისამ