მარკ-ანდრე ტერ შტეგენს ბევრი მსურველი ჰყავს

მარკ-ანდრე ტერ შტეგენს ბევრი მსურველი ჰყავს

"ბარსელონას" კარის დარაჯი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, რომელსაც, ჯერჯერობით, კატალონიურ გუნდთან ახალი კონტრაქტი არ გაუფრომებია, ევროპის არაერთ ელიტურ კლუბს სურს. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გერმანელ მეკარესა და "ბარსას" შორის ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება. მიუხედავად ამისა, კატალონიური წყაროს ცნობით, "ჩელსი", "ბაიერნი", "მანჩესტერ სიტი" და "იუვენტუსი" ტერ შტეგენის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან.

"ბლაუგრანა", მიუხედავად ამ კლუბების ინტერესისა, ოპტიმისტურადაა განწყობილი. კლუბში დარწმუნებულები არიან, რომ 28 წლის ფეხბურთელი დარჩება.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერ შტეგენი "ბარსელონასთან" ახალ კონტრაქტს მალე გააფორმებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #4 22 მაისი 2020 19:45
    1
    შტეგო ბარსაში დაასრულებს კარიერას.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 22 მაისი 2020 18:28
    0
    შტეგომ აქ უნდა დაასრულოს კარიერა!!!დღეს ყველაზე ძლიერი მეკარეა ყველა კომპონენტში.ფეხით ამაზე კარგად ვერავინ თამაშობს და ზე რეაქცია აქვს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 მაისი 2020 16:43
    4
    კონტრაქტს ახანგრძლივებს ასე რომ დამწკრივდით ყველა მსურველი და გამოექანეთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 22 მაისი 2020 16:33
    0
    ბაიერნი??
    ნოიერმა გაახანგრძლივა და სკამზე გადაჯდება? თუ შტეგო წავა სკამის სახეხად? ნაკრებში რომაა ნოიერის შემცვლელი ისიც ეყოფა.