მატეუშ პერეირასა და რამოს მინგოს შეჩერებული ოცნება

მატეუშ პერეირასა და რამოს მინგოს შეჩერებული ოცნება

რამოს მინგოსა და მატეუშ პერეირას, "ბარსელონას" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეძენილ ფეხბურთელებს, "ბარსა ბ-ში" დებიუტი ჯერ კიდევ არ ჰქონიათ. ფეხბურთელებს ბიუროკრატიულ საკითხებში პრობლემები არ აქვთ მოგვარებული.

მოიუხედავად ამისა, ფიზიკური მომზადება, შეჩერებული სეზონის დროს მაინც გაიარეს. მათ იმედი ბოლომდე არ გადასწურვიათ და კვლავაც სურთ საპლეიოფო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღონ და გუნდს დაწიანურებაში დაეხმარონ.

"იუვენტუსიდან" გადმოსული ნახევრამცველი მის ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს:

"საუზმის შემდეგ ვარჯიში მიყვარს, შემდეგ ოჯახს ვესაუბრები ბრაზილიაში. იქ ვითარება ჯერ კიდევ საკმაოდ მძიმეა. ჩემი ოჯახის წევრები მეუბნებიან, რომ ადამიანები კარანტინის წესებს მაინც არ იცავენ და სიტუაცის გამწვავების მიზეზი სწორედ ესაა."

პერეირა თავად "სიუტატ ესპორტივასთან" ცხოვრობს და მაქსიმალურად ცდილობს სახლის პირობებში ივარჯიშოს და ფორმიდან არ ამოვარდეს.

რაც შეეხება, არგენტინელ ცენტრალურ მცველს, სანტიაგო რამოს მინგოც სავარჯიშო ბაზასთან ახლოს ცხოვრობს. იგი კვებისა და ვარჯიშის რეჟიმს ერთმანეთს უთავსებს და მისი განცხადებით, იმდენად არის მომზადებული სეზონისათვის, რომ ფორმიდან ამოვარდნა საერთოდ არ შეეტყობა:

"საკვებთან მიმართებით ძალიან ვფრთხილობ. მხოლოდ რამდენიმე ბრაზილიური კერძი გავსინჯე. კორონავირუსამდე კარგ სათამაშო ფორმაში ვიმყოფებოდი და არ მინდა ამოვვარდე."

"ჩემთვის "ბარსელონაში" თამაში ბავშვობის ოცნებაა, ერთი სული მაქვს, თუ როდის შედგება ჩემი დებიუტი "ბარსას" მაისურით. ვიმედოვნებ, რომ გუნდს საპლეიოფო შეხვედრებში დავეხმარები და სეგუნდა A-ში დაწინაურებას შევძლებთ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.