შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, როცა "ბარსელონა" გიყვარს [ვიდეო]

შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, როცა "ბარსელონა" გიყვარს [ვიდეო]

შეიძლება ითქვას, არსებობს ადამიანი, რომელსაც "ბარსელონა" ალბათ ყველაზე მეტად უყვარს. საუბარია, ხოსე რიჩარდ კალეგოზე, რომელიც უშერის სინდრომითაა დაავადებული. ე.ი მას არც რამის დანახვა შეუძლია და არც რამის მოსმენა.

თუმცა, გარკვეული უნარშეზღუდულობა ხოსეს ხელს არ უშლის, საყვარელი გუნდის თამაშისაგან სიამოვნება მიიღოს. კოლუმბიელმა და მისმა მეგობარმა, სეზარ დასამ ამისათვის განსაკუთრებული ტექნიკა შეიმუშავეს, რის საშუალებითაც ხოსე თამაშს "თვალს პირდაპირ ეთერში" ადევნებს.

"ბლაუგრანამ" ერთგული გულშემატკივარი 2018 წელს "კამპ ნოუზე" მიიწვია და დამსახურებულად უმასპინძლა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.