სეგუნდა დივიზიონის საპლეიოფო განრიგი, შესაძლოა, პრობლემატური აღმოჩნდეს

სეგუნდა დივიზიონის საპლეიოფო განრიგი, შესაძლოა, პრობლემატური აღმოჩნდეს

ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ შედგენილი განრიგის მიხედვით, სეგუნდა დივიზიონის საპლეიოფო შეხვედრები 18-19 ივლისიდან დაიწყება და 26 ივლისს დასრულდება. აღნიშნული პლეი ოფი სამ ეტაპად, თითომატჩიანი დაპირისპირებების სახით გაიმართება.

იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ განაზღვრული თარიღის მიხედვით, ლა ლიგის სეზონი 12 ივნისს განახლდება, ჩემპიონატის უკანასკნელი ტური პლეი ოფების საწყის მატჩებს დაემთხევა. ლა ლიგის უფრო გვიან დაწყების გამო კი, სრულად გადაფარავს პლეი ოფებს და მის პარალელურად ჩატარდება.

ასეთი ტიპის განრიგი, "ბლაუგრანას" ახალგაზრდა ფეხბურთელებზე, რომლებიც პირველი გუნდის ვარჯიშებზე დადიან და ლა ლიგის მატჩებში მონაწილეობაც უწევთ, ფიზიკურად ცუდად იმოქმედებს. მაგალითისთვის, ანსუ ფატიზე. ესპანელი ფეხბურთელი "ბარსა ბ-ს" დაწინაურებისთვის დახმარებას აპირებს.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.