ჯორჯო კიელინიმ ლუის სუარესსთან მომხდარი ინცინდენტი გაიხსენა
- 21-05-2020, 21:33
-
ჯერემი რენერი
- 5

ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდარულმა მცველმა, ჯორჯო კიელინიმ, იტალიურ პრესასთან ინტერვიუში, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მომხდარი ინცინდენტი გაიხსენა, როდესაც მას ლუის სუარესმა უკბინა.
"სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ მე მისი ქცევებით აღფრთოვანებული ვარ, ამის გარეშე სუარესი უბრალო მოთამაშე იქნებოდა.
მსოფლიო ჩემპიონატის იმ დღეს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მთელი მატჩის განმავლობაში კავანის ვმეთვალყურეობდი, ხსენებულ ეპიზოდში კი ვიგრძენი, რომ ვიღაცამ მიკბინა, ეს იყო და ეს. სუარესს ბრძოლის ეს სტრატეგია აქვს, შეიძლება ითქვას, რომ მეც იგივე სტრატეგია მაქვს.
სუარესს ძალიან ვგავარ, ის მოედანზე მთელი არსებით თამაშობს. კბენიდან რამდენიმე დღის შემდეგ დავურეკე და ვუთხარი, რომ ბოდიშის მოხდა არ სჭირდებოდა. მოედანზე მეც ბო**შვილი ვარ და ამით ვამაყობ." - კიელინის სიტყვებს Football Italia ციტირებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]