რომანიოლი "ბარსას" რადარებზე ისევ გამოჩნდა
- 21-05-2020, 21:12
-
kraken
- 9

"ბლაუგრანასთვის" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ძალზე დატვირთული უნდა იყოს. ნეიმარისა და ლაუტაროს გარდა, კატალონიელებს ცენტრალური მცველის დამატებაც უნდათ.
Mediaset-ის ინფორმაციით, "მილანის" კაპიტანი, ალესიო რომანიოლი, "ბარსას" რადარებზე ისევ გამოჩნდა.
კლუბი იტალიელის შეძენით აქტიურად არის დაინტერესებული, რაზეც ინტერესთა სფეროში უკვე მრავალჯერ მოხვედრაც ადასტურებს. ალესიოს კონტრაქტს მილანურ კლუბთან ვადა 2022 წელს ეწურება.
აღნიშნული წყაროს ცნობით, რომანიოლის "მილანში" დასარჩენად არანაირი სურვილი და მოტივაცია არ აქვს, ამიტომ სხვა გუნდში გადაბარგებითაა დაინტერესებული.
სამუელ უმტიტის ტრავმის გამო, "ბარსას" დაცვაში მხოლოდ ჟერარ პიკესა და კლემან ლანგლეს დუეტის იმედიღა დარჩა. განაცხადში სხვა მაღალი დონის ცენტრალური მცველი აღარ მოიძებნება.
ალესიო რომანიოლის სახით, "ბლაუგრანას" შესანიშნავი ფეხბურთელი შეემატება. მან მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]