კოუტინიოს აგენტი: ფილიპე "ბაიერნში" ძალიან ბედნიერია

კოუტინიოს აგენტი: ფილიპე "ბაიერნში" ძალიან ბედნიერია

"ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი და ამჟამად "ბაიერნში" მოთამაშე ფილიპე კოუტინიოს აგენტი, კია ჟორაბჩიანი მისი კლიენტის მომავალზე საუბრობს. "შემიძლია გითხრათ, რომ ბაზილიელი მიუნხენში ძალიან ბედნიერია. მას კლუბი და მაღალი დონის პროფესიონალიზმი მოსწონს. ახლა ფილიპეს მთავარი და მნიშვნელოვანი მიზანი ტრავმის მოშუშებაა.

კოუტინიოს სურს, შეძლებისდაგვარად, გუნდს დაეხმაროს. შემდეგ ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია. როგორც ბევრჯერ ვთქვი, ამჟამად, ჩვენ ტრანსფერებსა და სამომავლო გეგმებს არ განვიხილავთ", - ციტირებს აგენტის სიტყვებს Sport1.

2 კვირის წინ ბრაზილიელს კოჭის ოპერაცია ჩაუტარდა, რის გამოც მას 4-5 კვირით უქმობა მოუწევს. ცოტა ხნის წინ Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "რეკორდმაისტერს" ფილიპეს იჯარის ჩემპიონთა ლიგის დასრულებამდე გახანგრძლივება სურს. კოუტინიოს გერმანულ გუნდთან ამჟამინდელი კონტრაქი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება.

ცნობილია, რომ "ბაიერნი" გარიგებაში არსებულ პუნქტს, რომელიც ფეხბურთელის 120 მილიონად გამოსყიდვის უფლებას გულისხმობს, არ გამოიყენებს. გავრცელებული ჭორების თანახმად, ბრაზილიელის "ბარსაში" დარჩენა ნაკლებად სავარაუდოა.

27 წლის მოთამაშით არაერთი ინგლისური კლუბი ინტერესდება. კატალონიელები მის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს ითხოვენ, თუმცა ფილიპეს კვლავ განათხოვრებასაც არ გამორიცხავენ. წლევანდელ სეზონში კოუტინიომ, მიუნხენელთა მაისურით, ყველა ტურნირის ეგიდით, 32 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 8 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ი ფილიპეს 56 მილიონ ევროდ აფასებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #2 22 მაისი 2020 14:46
    1
    უნდა დააბრუნონ და ათამაშონ ნახ.დაცვაში
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 მაისი 2020 19:24
    3
    დაბრუნდით კაცო ზაფხულში ბაიერნი არა ლეღვი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued