რეშაკი: კუმანი "ბარსელონაში" დაბრუნდება

რეშაკი: კუმანი "ბარსელონაში" დაბრუნდება

"ბარსელონას" ლეგენდარული ყოფილი ფეხბურთელი, კარლეს რეშაკი კლუბს ახალ მწვრთნელს უწინასწარმეტყველებს.

"კუმანი "ბლაუგრანაში" დაბრუნდება. ამ გადაწყვეტილების მისაღებად დრო კიდევ აქვს, რადგან ჯერ ახალგაზრდაა. რამდენიმე შემთხვევაში, რონალდს "ბარსელონას" ჩაბარებამდე ნაბიჯები აშორებდა. მას დიდი გამოცდილება აქვს", - ციტირებს კარლესის სიტყვებს Football ESPN.

ნიდერლანდელმა სპეციალისტმა თავადაც აღიარა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერები" დაუკავშირდნენ და ვალვერდეს ადგილის დაკავება სთხოვეს. "მართალია, "ბარსას" ჩემი მწვრთნელად დანიშვნა სურდა, თუმცა უარი ვუთხარი, რადგან ამჟამად კონტრაქტი ნაკრებთან მაქვს და ჩემი მოვალეობა დარჩენას მაიძულებს", - აცხადებს კუმანი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 21 მაისი 2020 18:10
    2
    გვარდი გვინდა ან ხავი.
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂