Sport: ტოდიბო "ბარსელონას" პირველი დატოვებს
Diario Sport-ს სჯერა, რომ "ბარსელონას", მომავალ ზაფხულში პირველი ჟან-კლერ ტოდიბო დატოვებს. კატალონიური გამოცემის ცნობით, ფრანგი მცველი სატრანსფერო ფანჯარაზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშე იქნება.
აღნიშნული წყაროს მტკიცებით, ახალგაზრდა უკანახაზელით არაერთი კლუბი ინტერესდება, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ "ევერტონის" სახელმა გაიჟღერა.
Mundo Deportivo-ს მიერ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის ფეხბურთელით ასევე "მილანი" და "ბაიერ ლევერკუზენი" ინტერესდებოდნენ. გარდა ამისა, რომელიმე ტრანსფერში ჩართვის შემთხვევაში, შესაძლოა, ტოდიბო მილანის "ინტერში" ან ტურინის "იუვენტუსში" აღმოჩენილიყო. "ბებერი ქალბატონი" ჟან-კლერის შეძენას ჯერ კიდევ მისი "ტულუზში" ყოფნის დროს ცდილობდა.
გავრცელებული ჭორების თანახმად, "ბარსა" ფრანგში 25 მილიონ ევროს მოითხოვს (პლუს 2 მილიონს ბონუსის სახით).
კატალონიურმა კლუბმა ახლაგაზრდა მოთამაშე 2019 წელს 1 მილიონ ევროდ შეიძინა და მას შემდეგ ტოდიბოს დიდი სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია.
ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა მიმდინარე სეზონში, "ბლაუგრანას" მაისურით, ჩემპიონთა ლიგაზე 1 მატჩი ჩაატარა ("ნერაძურის" წინააღმდეგ), რომელშიც 8 ორთაბრძოლა მოიგო (მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა "ბარსელონელმა"), 4 ჩაჭრა მიითვალა და 2 დრიბლინგი განახორცილელა, WhoScored-ის მიხედვით კი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელლდა.
20 წლის მოთამაშე 2020 წლის იანვარში გერმანულ "შალკე 04"-ს იჯარით შეუერთდა და "ფენლტინს-არენას" ბინადრების რიგებში 8 დაპირისპირება გამართა. სამწუხაროდ, "დორტმუნდთან" მატჩისას, რომელიც მისმა გუნდმა 0:4 წააგო, ტოდიბომ ტრავმა მიიღო და შემდეგ შეხვედრას გამოტოვებს. Transfermarkt-ი ჟან-კლერს 9 მილიონად აფასებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]