მარიო კემპესი: ლაუტარო მარტინესი სუარესის ადგილს ვერ დაიკავებს

  • 20-05-2020, 22:13
  • მარიო კემპესი: ლაუტარო მარტინესი სუარესის ადგილს ვერ დაიკავებს

    ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელს, მარიო კემპესს, ეჭვი ეპარება იმაში, რომ მილანის "ინტერის" შემტევი ლაუტარო მარტინესი "ბარსელონაში" ლუის სუარესის შესაცვლელად მზადაა.

    "არ ვიცი, კარგი მატადორი იქნებოდა თუ არა ლაუტარო, მაგრამ, თუ მარტინესი "ბარსაში" თავს კარგად წარმოაჩენს, ყველა იტყვის, რომ ის სუარესის ჩამნაცვლებელია. თუმცა, ლუისი არ მომკვდარა. ურუგვაელი ძლიერი და ძალიან თვითკრიტიკული ფეხბურთელია. სუარესი ერთ-ერთი ის მოთამაშეა, რომელიც არასდროს ნებდება. ის მოედანზე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა.

    ლაუტარო, შესაძლოა, "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი შენაძენი აღმოჩნდეს. ამას არ უარვყოფ. ის ახალგაზრდა, ძლიერი ბიჭია, რომელიც კარგად თამაშობს. მას შესანიშნავი საგოლე ალღო აქვს. ყველა ამბობს, რომ მარტინესი სუარესის ალტერნატიული ვარიანტი ან მისი შემცვლელია, მაგრამ ის ლუისის ბუცებს ვერ მოირგებს. ურუგვაელს კიდევ რამდენიმე წელი დარჩა", - აცხადებს კემპესი RAC1-თან ინტერვიუში.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    პეპ გუარდიოლა ფანი [?]

    21 მაისი 2020 01:19

    სუარესი სანამ ბარსაში იქნება ლაუტაროს სკამიდან არ ააყენებს

    5
    გასულია
    CHEPE ფანი [?]

    20 მაისი 2020 23:42

    ოო ბებიაშენისამ რაა დემბელემ ხო ამოაგდო ნეიმარი და სრულფასოვნად ჩაანაცვლა 3 წელი😃😃😃
    რა გაახურეს საქმე ბიჭო იმ შლანგზე კიარ წერენ ასეთ რამეებს.. არა ლაუტაროს აკრიტიკებენ ვერ ჩაანაცვლებსო...

    0
    გასულია
    cruyff9 Culé [?]

    20 მაისი 2020 23:22

    Suaresi 2weli kide itamashebs!!amitom neimarze ichalichon jobia

    3
    საიტზეა
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    20 მაისი 2020 22:22

    ლაუტარო სუარესის დონემდე ვერასოდეა ვერ მივაა

    12
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge