ხავიერ ტებასი: ბუნდესლიგით ვამაყობ

ხავიერ ტებასი: ბუნდესლიგით ვამაყობ

ესპანეთის ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ, გერმანიის ჩემპიონატის განახლებაზე კომენტარი გააკეთა.

ბუნდესლიგის 2019/20 წლების სეზონი 16 მაისს დაბრუნდა. იგი ევროპის წამყვანი 5 ჩემპიონატიდან პირველი ტურნირია, რომელშიც თამაშები განახლდა.

"ძალიან ბედნიერი ვარ. გერმანელებს ვულოცავ, რადგან მათ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს. ამაზე, ბოლო თვეების განმავლობაში, ერთად ვმუშაობდით. გავცვალეთ პროტოკოლები, იდეები... კვირაში ერთხელ თუ ორჯერ ვსაუბრობდით.

ბუნდესლიგით ვამაყობ. ეს ადვილი არ იყო. გერმანელები იყვნენ პირველები, რომლებმაც შიდა ჩემპიონატი განაახლეს. ეს სამაგალითოა.

ვმუშაობთ იმაზე, რომ ლა ლიგა დაახლოებით 12 ივნისიდან დაბრუნდეს, მაგრამ ჯანდაცვის ორგანოები შეგვატყობინებენ, როდის შევძლებთ დაწყებას.

ფეხბურთი ყოველდღე იქნება. ამის იმედი მაქვს. დარჩენილ 11 ტურში ორშაბათობით თამაშზეც არანაირი პრობლემა არ უნდა გვქონდეს.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისგან (RFEF) მხარდაჭერის იმედი მაქვს, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთი ხელმისაწვდომი იყოს როგორც ესპანეთის, ასევე საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანიებისთვის. თამაშები რაც შეიძლება მეტი დღე უნდა ჩატარდეს, რათა რაც შეიძლება მცირე ზარალი ვნახოთ", - ხავიერ ტებასის ამ სიტყვებს Movistar+ ციტირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 20 მაისი 2020 14:39
    0
    12 ან 19 ანდა 27 განახლდება ლალიგა ბოლო თარიღად 27 ივნისია მიჩნეული
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 20 მაისი 2020 14:30
    0
    პირველ რიგში ამას ზარალი ადარდებს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 მაისი 2020 08:48
    0
    ლა ლიგითაც გვეამაყოს მალე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued