პედრო: "ეს შარშანდელისგან განსხვავებული იქნება"

პედრო: "ეს შარშანდელისგან განსხვავებული იქნება"

მოგეხსენებათ 16 თებერვალს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე, კატალონიის "ბარსელონა" ლონდონში, ადგილობრივ "არსენალს" "ჩემპიონთა ლიგის" მერვედ–ფინალური ეტაპის პირველი მატჩის გასამართად ესტუმრება. მატჩისწინა პრეს–კონფერენციაზე იმყოფებოდა "ბარსას" ახალგაზრდა შემტევი, პედრო როდრიგესი, რომელმაც განაცხადა, რომ "მეთოფეები" ძალიან ძლიერი მეტოქეები არიან...

"ეს დიდებული გუნდია და ჩვენთვის ძალიან რთული ოპონენტებიც არიან, რადგანაც ეს გუნდი ძალიან კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ისინი ახლა უფრო მეტად საშიშნი არიან, ვიდრე შარშან. შესაბამისად ჩვენ წინ შარშანდელზე განსხვავებული დაპირისპირება გველის", განაცხადა კანარის კუნძულელმა ფეხბურთელმა.

მართალია პედრომ საქებარი სიტყვები არ დაიშურა ლონდონელებისთვის, მაგრამ მან ისიც განაცხადა, რომ "ბარსა" ამ შეხვედრას წარმატებით დაასრულებს: "ჩვენ მოვიგებთ. "ემირატებზე" კარგი შედეგის მიღწევა ყოველთვის კარგი და სასურველია."

მოგეხსენებათ კატალონიელებმა "ლა ლიგას" ბოლო ტურში 2 ქულა დაკარგეს, რითიც მათმა უახლოესმა მდევრებმა ისარგებლეს და შესაბამისად თავისი მატჩი მოიგეს და პირველ ორ ლიდერს შორის ქულათა სხვაობაც შეამცირეს: "ჩვენ მშვიდათ ვართ, რადგანაც ვიცით, რომ თავგადასავალი შესაძლოა შეიცვალოს. წინ ბევრი მატჩია. ორივე გუნდს წინ რთული გზა გველოდება და ჩვენ ძალიან კარგად ვააანალიზებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენ მარტივი მატჩები ნამდვილად არ გველოდება."


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.