ფოკუსს მიღმა - 19.05.2020

ფოკუსს მიღმა - 19.05.2020

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ფოკუსს მიღმა". ამ რუბრიკაში შემოგთავაზებთ დღევანდელ სიახლეებს, რომლებიც ჩვენი ფოკუსის მიღმა ნაკლები მნიშვნელობის გამო დარჩა და რომლებსაც ცალკე სტატია არ მიეძღვნა.

ფუტსალი

"ბარსელონას" ფუტსალის გუნდმა, ორთვიანი პაუზის შემდეგ, სიუტატ ესპორტივაზე პირველი ვარჯიში ჩაატარა. გუნდს წინ ფლეი-ოფის ეტაპი ელის, რომელიც ესპანეთის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს. [MD]

ლაივან კურზავა

მადრიდის "ატლეტიკო" "ბარსელონას" ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნის, ლაივინ კურზავას გაფორმებას ცდილობს. "რიხიბლანკოს" ფრანგი მარცხენა მცველის შეძენა რენან როდისთვის კონკურენციის გასაწევად სურს, "ბარსა" კი პსჟ-ს მოთამაშის მოყვანას ჟუნიორ ფირპოს წასვლის შემთხვევაში აპირებს. [Sport]

ფაბიან რუისი

"ბარსელონასა" და მადრიდის "რეალის" ერთ-ერთმა სატრანსფერო სამიზნემ, ფაბიან რუისმა "ნაპოლის" ვარჯიშზე კუნთის ტრავმა მიიღო. ესპანური გრანდები 24 წლის ფეხბურთელის შეძენას მომავალ ზაფხულში შეეცდებიან. [Football Italia]

პოლ ლიონჩი

"ვილემ II-ის" ნახევარმცველი, პოლ ლიონჩი: "სერჟინიო დესტი "ბარსელონაში" სათამაშოდ მზადაა". [Mundo Deportivo]

ფილიპე კოუტინიო

"მანჩესტერ იუნაიტედი" ფილიპე კოუტინიოს მიუბრუნდა. ინგლისური კლუბი 27 წლის ნახევარმცველის ტრანსფერის თაობაზე ახალ შემოთავაზებას ამზადებს. [Daily Star]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 20 მაისი 2020 00:00
    0
    ალბას შემცვლელად კუკურელია ყველაზე ნაღდი ვარიანტია.კოუტინიო მანჩესტერში არ გადავა და აქ დააბრუნონ ისევ.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    წევრი [?]
    #1 19 მაისი 2020 22:57
    0
    კოუ დააბრუნონ და კისერიც უტეხიათ