”ბარსელონა” - XXI საუკუნის I ათწლეულის საუკეთესო გუნდი

”ბარსელონა” - XXI საუკუნის I ათწლეულის საუკეთესო გუნდი

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ”ბარსელონა” ოცდამეერთე საუკუნის პირველი ათწლეულის საუკეთესო გუნდად დაასახელა.

2010 წელს მოპოვებული თასების შედეგად ”ბარსელონამ” პირველი ადგილი დაიკავა და 27 ქულით გადაასწრო ”მანჩესტერ იუნაიტედს”. სწორედ 2010 წელს მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები სხვადასხვა გუნდების სტატისტიკურ მონაცემებში. კერძოდ კი ”ბავარიამ” და ”ინტერმა” საგრძნობლად გააუმჯობესეს შედეგი და ცხრილში ”მილანს” გადაუსწრეს.

ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული ”ბარსელონამ” 13 ტიტული მოიპოვა: ლა ლიგა (4), ჩემპიონთა ლიგა (2), სამეფო თასი (1), მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (1), ევროპის სუპერთასი (1) და ესპანეთის სუპერთასი (4). სწორედ ამ გამარჯვებების შედეგია საპატიო პირველი ადგილი. შემდეგი ესპანური კლუბი, რომელიც ამ რეიტინგში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა, გახლავთ მადრიდის ”რეალი”. მათ მერვე პოზიცია დაიკავეს.

საუკეთესო 100-ეულში მოხვდნენ 12 ესპანური კლუბი, 12 ინგლისური, 10 იტალიური, 10 ფრანგული, 7 გერმანული, 6 ჰოლანდიური, 4 პორტუგალიური, 4 ბერძნული, 4 თურქული და 4 რუსული კლუბები.

ტოპ-ათეული კი ასე გამოიყურება:

1.  ”ბარსელონა” - 2 550 ქულა

2.  ”მანჩესტერ იუნაიტედი” - 2 523 ქულა

3.  ”ლივერპული” - 2 414 ქულა

4.  ”არსენალი” - 2 410 ქულა

5.  ”ინტერი” - 2 358 ქულა

6.  ”ბავარია” - 2 315 ქულა

7.  ”მილანი” - 2 296 ქულა

8.  ”რეალი” - 2 257 ქულა

9.  ”ჩელსი” - 2 235 ქულა

10. ”რომა” - 2 028 ქულა

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.