MD: ფეხბურთელებს, "ესტადი იოჰან კრუიფის" ნაცვლად, "კამპ ნოუზე" თამაში სურთ

  • 19-05-2020, 13:09
  • MD: ფეხბურთელებს, "ესტადი იოჰან კრუიფის" ნაცვლად, "კამპ ნოუზე" თამაში სურთ

    "ბარსელონა" ლა ლიგის დარჩენილი 11 ტურის ახლადგახსნილ იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე ჩატარებას განიხილავს. Mundo Deportivo-ს ცნობით, ფეხბურთელებს "კამპ ნოუ" ურჩევნიათ.

    ხელმძღვანელობამ გუნდის კაპიტნებთან კონსულტაცია გამართა, რომელზეც ითქვა, რომ ფეხბურთელები თამაშების კვლავ "კამპ ნოუზე" გამართვას ამჯობინებენ.

    აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში დადგომა ლა ლიგის იმ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, ჩემპიონატი დახურულ კარს მიღმა დასრულდება. თუმცა, გამოცემის მტკიცებით, "კამპ ნოუსა" და "ესტადი იოჰან კრუიფის" ფუნქციონირების ხარჯებს შორის არ არის იმდენად დიდი სხვაობა, რომ ცვლილებას საჭიროებდეს.

    ორივე მოედნის ზომა იდენტურია, თუმცა "ესტადი იოჰან კრუიფს" ტელეტრანსლირებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, კერძოდ, სათანადო რაკურსების არარსებობა. აგრეთვე, სტადიონი არ არის VAR ადაპტირებული.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Lasha71 Culé [?]

    19 მაისი 2020 18:08

    რამდენადაც ვიცი "ესტადი იოჰან კრუიფის" უფრო პატარა გაბარირებისნ მოედანია ამიტომ კამპნოუზე უნდა ითამაშონ

    0
    გასულია
    მსლ წევრი [?]

    19 მაისი 2020 17:29

    🤔 კამპ ნოუ ჯობია კრუიფი სტადიონს. (ყოველი შემთხვევისთვის ჩემი აზრით)

    1
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    19 მაისი 2020 16:43

    ლას-პალმასთან მახსოვს მაყურებლის გარეშე და უაზრობა გამოვიდა.

    2
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    Lionel Messi - 10 Culé [?]

    19 მაისი 2020 16:31

    Var ის არყოფნა დიდი პრობლემა იქნება. აბა მოუგია რეალს ლა ლიგა და ეგაა. 😐 მორიგი აფსურდი გერმანიასი თუ დარჩა var ინგლისში თუ დარჩება (გაგრძელების შემთხვევაშილ ესპანეთში რა პრობლემაა.. არანაირი უბრალოდ ,,სამეფო კლუბმა" ხომ უნდა მოიგოს როგორმე ლალიგა.ლიგა კიდე თუ ჩატარდება იმ თამაშით რასაც სეტიენი თამაშობდა არამაქ არაფრის იმედი.
    მოიგონეს ეხა ბ გუნდების სტადიონებზე თამაშების ჩატარება..

    1
    გასულია
    Don_Andresito [?]

    19 მაისი 2020 15:36

    ციტატა: kushinho
    ესე უმაურებლოდ ძაან უმუგამო საყურებელია თAმაშEბი რა, ესე მაინნც გააკეტონ სიტკვაზე 90 000 კაციან სტადიონზე 40 000 ბილეტი იკოს და ეს 40 000 კაცი ისე დასვან რო დისტანცია იკოს, სულ არაფერს ემჯობინება

    ზუსტად მაგას ვამბობ მეც.

    0
    გასულია
    kushinho წევრი [?]

    19 მაისი 2020 15:19

    ესე უმაურებლოდ ძაან უმუგამო საყურებელია თAმაშEბი რა, ესე მაინნც გააკეტონ სიტკვაზე 90 000 კაციან სტადიონზე 40 000 ბილეტი იკოს და ეს 40 000 კაცი ისე დასვან რო დისტანცია იკოს, სულ არაფერს ემჯობინება

    0
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    19 მაისი 2020 13:25

    იასნა კამპ ნოუზე უნდა ვითამაშოთ

    3
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge