პირველი ვარჯიში ”არსენალის” წინააღმდეგ მატჩისთვის

პირველი ვარჯიში ”არსენალის” წინააღმდეგ მატჩისთვის

დღეს ფეხბურთელებმა ”არსენალის” წინააღმდეგ მატჩისთვის მზადება დაიწყეს. გვარდიოლას განკარგულებაში 28 ფეხბურთელი იყო, აქედან 20 ძირითადი, ხოლო 8 სარეზერვო გუნდიდან.

მოგეხსენებათ, ოთხშაბათს გუნდს ჩემპიონთა ლიგის მერვედ-ფინალური მატჩი ელის ლონდონში, ”არსენალის” წინააღმდეგ. გვარდიოლამ დღეს პირველი გუნდის 18 ფეხბურთელი და ”ბარსა ბ”-ს 8 ფეხბურთელი ავარჯიშა. ”ბარსა ბ”-დან წარმოდგენილნი იყვნენ: არმანდო, ბენია, საული, ტელო, აბრაჰამი, მუნიესა, ლიე და ვიქტორ ვარკესიე.

მოედანზე გამოცხადნენ ტრავმირებული კარლეს პუიოლო და ხეფრენ სუარესიც, თუმცა მათ ვარჯიში ცალკე ჩაატარეს, ხუანიო ბრაუს ხელმძღვანელობით.

პრესას მიეცა დღევანდელი ვარჯიშის პირველი 15 წუთის გაშუქების საშუალება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.