ფოკუსს მიღმა - 18.05.2020

ფოკუსს მიღმა - 18.05.2020

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ფოკუსს მიღმა". ამ რუბრიკაში შემოგთავაზებთ დღევანდელ სიახლეებს, რომლებიც ჩვენი ფოკუსის მიღმა ნაკლები მნიშვნელობის გამო დარჩა და რომლებსაც ცალკე სტატია არ მიეძღვნა.

ორიოლ ბუსკეტსი

"ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველით, ორიოლ ბუსკეტსით "ალავესი" და "სელტა" დაინტერესდნენ. 21 წლის ფეხბურთელი, ამჟამად, "ტვენტეშია" განთხოვრებული. [BeSoccer]

ლაუტარო მარტინესი

"ინტერი" ლაუტაროს სანაცვლოდ, ან პირდაპირ 111 მილიონს მოითხოვს, ან 90 მილიონს პლუს ფეხბურთელს, არჩევანს კი სემედუსა და ფირპოს შორის გააკეთებს. [La Gazzetta dello Sport]

რაფინია ალკანტარა

"ბარსელონას" ბრაზილიელი ნახევარმცველი, რაფინია ამჟამად "სელტაშია" განათხოვრებული. "ინტერი" ალკანტარათი დაინტერესდა და შესაძლოა, ლაუტარო მარტინესის სანაცვლოდ "ბარსას" მისი ტრანსფერში ჩართვა მოსთხოვოს. 27 წლის მოთამაშე მილანური კლუბის რიგებში ორი წლის წინ გამოჩნდა, იგი "ნერაძურის" 2018-19 წლების სეზონის მეორე ნახევარში შეუერთდა და ჩატარებულ 22 შეხვედრაში თავი 2 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა.

ჟან-კლერ ტოდიბო

"ბარსელონას" მცველის შესაძენად "ევერტონთან" ერთად "იუვენტუსიც" იბრძვის. "ბებერ ქალბატონს" შედარებით მოწინავე პოზიცია უკავია. [Football ESP]

კორონავირუსი

"ბარსელონას" ფეხბურთელებს კორონავირუსი არც განმეორებით ჩატარებულ ტესტირებაში დაუდასტურდათ. [Football ESPN]

ნეტუ მურარა

"ბარსელონას" მეკარის, ნეტუ მურარას მსურველების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. ამჟამად მისთვის ბრძოლაში "მილანის" გარდა, "არსენალი" და "ჩელსიც" ჩაერთნენ. [Football ESPN]

სერჟინიო დესტი

"ბარსელონას" ინტერესის სფეროში მყოფი ფეხბურთელის, სერჟინიო დესტის შეძენის მთავარი ფავორიტი მიუნხენის "ბაიერნია", რომელმაც "აიაქსს" ოფიციალური წინადადებით მიმართა. ასევე, ამერიკელით პსჟ და დორტმუნდის "ბორუსია" ინტერესდენიან. [De Telegraaf]

ხოსე სულანტაი

"ბარსელონას" ნახევარმცველი ჩილეს 20-წლამდელთა მწვრთნელის კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც მარსელო ბიელსას წინააღმდეგ იყო მიმართული. ჟოზე სულანტაის თქმით, ბიელსას ჩილეში დიდ პატივს სცემდნენ, თუმცა მან საერთაშორისო დონეზე ვერაფრის მოგება ვერ მოახერხა. “მას ისეთი არაფერი გაუკეთებია, რომ ქვეყნის ისტორია შეეცვალა.“ აღნიშნულ განცხადებაზე არტურო ვიდალმა სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა: “ადამიანი, ვინც სათქმელს პირდაპირ ამბობს.“ [Arturo Vidal @instagram]

ჩაგლარ სოიონჯუ

"ლესტერის" თურქი მცველის, ჩაგლარ სოიონჯუს აგენტი, მუსტაფა დოღრუ აცხადებს: "შესაძლებელია, მომავალ ზაფხულში ჩემი კლიენტი "ბარსელონამ" გაიფორმოს. კატალონიელებს მისი შეძენა ჯერ კიდევ მაშინ სურდათ, სანამ იგი "ალტინორდუდან" "ფრაიბურგში" გადავიდოდა. "ბლაუგრანასთან" მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, მათ კარგი პროექტი წარმოადგინეს. "ლივერპული" ერთადერთი ინგლისური კლუბია, რომელიც ჩალგარით ინტერესდება, ასევე, პსჟ-ს ვარიანტი არსებობს". [Diario AS]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 19 მაისი 2020 00:10
    1
    ინტერი რა თავის ყველაყისას მიირთმევს სემედუ 21 მილიონად არ შემოსალტავენ რო რამე, თან ამათიც გამკვირვებია რა ფეხებათ უნდათ ეს ლაუტარო ქვეყანა თავდამსხელია გუნდში, მაგ ფულით მცელი მოიყვანონ ხენგლეს და ცალფეხა უმტიტის იმედათ რო არიოან, ხო კიდე 200 წლის პიკესი
    Fati
    სტუმარი [?]
    #1 18 მაისი 2020 23:31
    0
    იმ პატარა ბიჭმა მიდუბლა იქეთ როგორ მევასება რაა❤️❤️