ლუის სუარესის ექიმი: რეაბილიტაციის პროცესი სწრაფად წარიმართა

  • 17-05-2020, 19:33
  • ლუის სუარესის ექიმი: რეაბილიტაციის პროცესი სწრაფად წარიმართა

    ექიმი, რამონ კუგატი, რომელმაც იანვარში ლუის საურესს მუხლზე ოპერაცია გაუკეთა, ურუგვაელის პროგრესით გაოცებულია.

    "სიმართლეა, რომ ლუისის რეაბილიტაციის პროცესი სწრაფი ტემპით წარიმართა. "ბარსელონელს" თამაში სურს და, შესაბამისად, თავს კარგად გრძნობს. 

    ახლა მას ფორმაში შესასვლელად 1 თვე სჭირდება. შესაძლოა, სეზონის განახლებისას პირველივე წუთებზე მოედანზე ვერ ვიხილოთ, თუმცა მთავარი მწვრთნელი ყველაფერს თავად გაანაწილებს.

    სამხრეთ ამერიკელთან ყოველ კვირა ვსაუბრობ და ის დაბრუნების გამო ძალიან აღელვებულია. სახლში ბევრს ვარჯიშობდა და ამჟამად რუტინას მოედანზე აგრძელებს.

    ისეთ დაზიანებას, როგორიც ურუგვაელს ჰქონდა, მოსაშუშებლად დიდი დრო სჭირდება. თუმცა ლუისმა ყველაფერი მალე გადალახა, ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. ერთხელ მეხუმრა: "ექიმო, რა დრო გამიცდება? 2-დან 3 კვირამდე?", - ციტირებს ექიმის სიტყვებს El Observador.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    LM10TheLegend გულშემატკივარი [?]

    18 მაისი 2020 12:49

    მიდი სუაა უნდა მოძლიერდე

    0
    გასულია
    JUZI წევრი [?]

    18 მაისი 2020 09:07

    აი ეს არი პროფესიონალიზმი და საქმისადმი მთელი გულით მიდგომა! აბა დემბელეს და უმტიტის შეხედეთ?

    2
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    17 მაისი 2020 23:18

    "მხეცი" ბრუნდება.

    1
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    Bakero Culé [?]

    17 მაისი 2020 22:10

    მენტალიტეტი მენტალიტეტი ! ყოველთვის ეგეთი იყო ლივერპულშიც და აიაქსშიც მაგრამ სრული ფორმის აღსადგენად მაინც დრო და თამაში დასჭირდება ალბათ

    1
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    17 მაისი 2020 20:02

    მიდი სუაა მალიორკასთან ხოდზე უნდა იყო შე ცხოველო

    4
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Kingleo10M წევრი [?]

    17 მაისი 2020 19:36

    პისტოლერო როგორ მიყვარს ❤

    4
    პარტნიორები
    Flashscore.ge