უეინ რუნი: ჟერარ პიკე "მანჩესტერ იუნაიტედში" დაჩაგრეს

უეინ რუნი: ჟერარ პიკე "მანჩესტერ იუნაიტედში" დაჩაგრეს

"მანჩესტერ იუნაუტედის" ლეგენდა, უეინ რუნი "ბარსელონას" ცენტრალური მცველის, ჟერარ პიკეს შესახებ საუბრობს.

"2007 წელს, "ბოლტონთან" გასვლით მატჩში, პიკეს "მანჩესტერული" კარიერა მეტწილად დასრულდა. ვფიქრობ, ის დაჩაგრეს, როცა ფერგიმ (სერ ალექს ფერგიუსონი) გადაწყვიტა, რომ მისი ფიზიკური მდგომარეობა პრემიერ ლიგისას არ შეესაბამებოდა", - წერს "შრეკი" The Sunday Times-ში.

როგორც ჩანს, ლეგენდარული ბრიტანელი ფეხბურთელი 2007 წლის 24 ნოემბერში გამართულ დაპირისპირებას გულისხმობს, სადაც ჟერარმა 60 წუთზე ნაკლები ითამაშა და შემდეგ ანდერსონმა შეცვალა. ამის შემდეგ, კატალონიელმა ინგლისის ჩემპიონატში მხოლოდ 4 შეხვედრა ჩაატარა.

პიკემ, 1997-2004 წლების "ლა მასიაში" გატარების შემდეგ, "ნისლიან ალბიონს" მიაშურა და 2004 წელს "წითელი ეშმაკების" რიგებში პროფესიონალური კარიერა დაიწყო, თუმცა, რიო ფერდინანდთან და ნემანია ვიდიჩთან კონკურენციის პირობებში, "მანკუნიანელთა" შოტლანდიელი თავკაცი ჟერარს დიდ სათამაშო დროს არ აძლევდა და საბოლოოდ, 2008 წელს "ბარსამ" იგი 5 მილიონ ევროდ დაიბრუნა.

შედეგად, კატალონიელმა კარლეს პუიოლთან ერთად შესანიშნავი დაცვის ხაზი ჩამოაყალიბა. 33 წლის მოთამაშემ 4 წელიწადში, "მანჩესტერის" შემადენლობაში, მხოლოდ 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი მიითვალა. "ბარსაში" კი, ამჟამად კლუბის მე-3 კაპიტანმა 531 დაპირისპირებაში მეტოქეთა კარის ბადე 46-ჯერ შეარხია. ასევე, ლეგენდარული მცველი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია - უამრავ თასთან ერთად "ბლაუგრანას" რიგებში მან 9 ლა ლიგა და 3 ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    Culé [?]
    17 მაისი 2020 23:31
    0
    ფერგიმ რამდენჯერ ინანა ვინ იცის.
    Culé [?]
    17 მაისი 2020 23:22
    1
    რუნიიიი,შე პიკეს ბულკოოო😂😁😁😁
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    Culé [?]
    17 მაისი 2020 22:01
    1
    კიდევ კარგი დაბრუნდა ! თან მაგრად გაუმართლა კარიერაში ისეთი პარტნიორი როგორიც პუიოლი იყო უნდა ინატრო კაცმა !
    რედაქტორი [?]
    17 მაისი 2020 19:05
    1
    ციტატა: Lasha71
    33 წლის მოთამაშემ 4 წელიწადში, "მანჩესტერის" შემადენლობაში, მხოლოდ 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა ????????????????????? 😂 😂 😂 😂 😂 😂
    ანუ პიკე 33 წლის იყო იქ რომ თამაშობდა ??????? 😂 😂 😂 😂 😂 😂

    იმ დროს 33 წლის მოთამაშემო, ხო არ წერია:)
    Culé [?]
    17 მაისი 2020 18:16
    1
    33 წლის მოთამაშემ 4 წელიწადში, "მანჩესტერის" შემადენლობაში, მხოლოდ 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა ????????????????????? 😂 😂 😂 😂 😂 😂
    ანუ პიკე 33 წლის იყო იქ რომ თამაშობდა ??????? 😂 😂 😂 😂 😂 😂
    ფანი [?]
    17 მაისი 2020 18:06
    3
    ვიდიჩს და ფერდინანდს იმხელა ავტორიტეტი ჰქონდათ ვერცერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი ვერ ამოაგდებდა სასტავიდან, მათ სათამაშო დონეზე რომ არაფერი ვთქვათ
    გულშემატკივარი [?]
    17 მაისი 2020 17:17
    5
    ნუ ახლა ვიდიჩი უნდა ამოეგდო პიკეს თუ ფერდინანდი?
    Culé [?]
    17 მაისი 2020 16:33
    0
    ბარსაში 4 ლიგა საიდან მოიგო? იქნებ ერთი მანჩესტერში მოიგო? 2008-ში.
    Culé [?]
    17 მაისი 2020 15:37
    1
    ციტატა: M10 S9 D11
    ხოდა მერე ორჯერ დაჩაგრა მანჩესტერი ფინალში

    ზუსტად 😂
    --------------------
    LIONEL ANDRES LEO MESSI
    საიტის ლეგენდა  [?]
    17 მაისი 2020 15:30
    5
    ხოდა მერე ორჯერ დაჩაგრა მანჩესტერი ფინალში
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued