"დორტმუნდი" 4-0 "შალკე", როგორ გამოიყურებოდნენ "ბარსას" ფეხბურთელები?

"დორტმუნდი" 4-0 "შალკე", როგორ გამოიყურებოდნენ "ბარსას" ფეხბურთელები?

ბუნდესლიგა განახლდა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბლაუგრანას" საკუთრებაში მყოფ ფეხბურთელებზე დაკვირვება კვლავ შეგვიძლია. დღეს ჟან-კლერ ტოდიბოსა და ხუან მირანდას "შალკე", დორტმუნდის "ბორუსიასთან" განადგურდა. გელზენკირხენელბმა 4 უპასუხო ბურთი გაუშვეს. ცალკეულად ტოდიბოსა და მირანდას თამაში განსაკუთრებით გამოსარჩევი არ იყო, თუმცა, შედარებით დეტალურად მაინც შეგვიძლია განვიხილოთ.

ტოდიბო

"შალკეს" უკანა ხაზი დღეს საშინლად გამოიყურებოდა, ტოდიბო კი სუპერგმირი არ არის, რათა "ბორუსიელთა" შეტევას მარტო გამკლავებოდა. 

ფრანგმა 8-დან 5 ორთაბრძოლაში იმარჯვა, ბურთი 6-ჯერ დაკარგა და საერთო ჯამში 82%-იანი სიზუსტით, 19 პასიც გააკეთა. ჟან-კლერმა ასევე 3 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა. მან მოედანი პირველი ტაიმის შემდეგ დატოვა, მაშინ, როდესაც ანგარიში უკვე 2-0 იყო. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მან ტრავმა მიიღო. 37 წუთზე მადრიდის "რეალის" საკუთრებაში მყოფ მარჯვენა მცველთან, ჰაკიმთან, შეჯახებისას კოჭი დაიზიანა და თამაშის მეორე ტაიმში გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

მირანდა

ესპანელმა მოედანზე 14 წუთი გაატარა, რაც მისთვის უკვე კარგი ამბავია. როგორც გახსოვთ, ხუანის იჯარა არცთუ ისე სასიკეთოდ მიმდინარეობდა, ვინაიდან, მან პირველ წრეში მხოლოდ 295 წუთი დაჰყო მინდორზე. "დორტმუნდის" წინააღმდეგ მირანდამ 3 ზუსტი პასი შეასრულა და 1 საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 17 მაისი 2020 13:35
    0
    ისიც დაგეწერათ, ჰოლანდმა რო ამოსდო მუშტი მუცელში, კუთხურის დროს რო ძიძგილაობდნენ.
    Culé [?]
    #2 16 მაისი 2020 23:29
    2
    მაინც მადრიდელია ეს ჰაკიმი რა. ტოდიბო დავაბრუნოთ მირანდა აუთ
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 16 მაისი 2020 22:52
    5
    იმედია სერიოზული ტრამვა არ აქვს და მალე დაბრუნდება მოედანზე უნდა დავაბრუნოთ ეს ბიჭი ყველა ვარიანტში ძაან დიდი პოტენციალი აქვს და უნდა მოვხოდოთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued