ინიესტა:" ძალიან მინდა, რომ ფაბრეგასი "ბარსაში" გადმოვიდეს"

ინიესტა:" ძალიან მინდა, რომ ფაბრეგასი "ბარსაში" გადმოვიდეს"

კატალონიის "ბარსელონას" ნახევმცველს, ანდრეს ინიესტას ძალიან უნდა, რომ ლონდონის "არსენალის" კაპიტანი, ცესკ ფაბრეგასი ზაფხულის სატრანფერო ფანჯარაზე "ბარსელონაში" გადმოვიდეს, იტყობინება Sport.es. ცესკ ფაბრეგასის შეძენა მადრიდის "რეალსაც" სურს. მადრიდელთა პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა, "არსენალს" უკვე შესთავაზა 60 მილიონი ცესკის სანაცვლოდ:

" ჩვენ ყველას ძალიან გაგვიხარდება, თუ ცესკ ფაბრეგასი ზაფხულში "ბარსელონაში" გადმოვა. ვფიქრობ, რომ "ბარსელონას" ფილოსოფია ზედგამოჭრილია ფაბრეგასისთვის. ცესკი ყოველ კვირას ამტკიცებს, რომ იგი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. ვნახოთ, მიაღწევენ თუ არა შეთანხმებას ეს ორი კლუბი," დაასრულა ანდრეს ინიესტამ.

ცნობისთვის ფაბრეგასი "ლა მასიას" აღზრდილია. იგი ლონდონის "არსენალში" 2003 წელს გადავიდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.