ვინ ჯობნიდა მესის “ლა მასიაში“ ჯარიმების შესრულებაში და რა ბედი ეწიათ მათ

ვინ ჯობნიდა მესის “ლა მასიაში“ ჯარიმების შესრულებაში და რა ბედი ეწიათ მათ

“ბარსელონას“ არგენტინელი ჯადოქრისათვის ჯარიმები თითქმის პენალტებივით სახიფათოა. წარმატებით შესრულებული საჯარიმო დარტყმების რაოდენობა, პროცენტულ შეფარდებასთან ერთად, ევროპის წამყვან ჩემპიონატებს შორის საუკეთესო შედეგია.

მიუხედავად ამისა, მესი საკმაო ხნის განმავლობაში ამ სათამაშო კომპონენტით საერთოდ არ გამოირჩეოდა. ჯარიმების შესრულების დახვეწაში მას 2009 წელს არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიეგო მარადონა ეხმარებოდა.

1986 წლის მსოფლიო ჩემპიონის ტრიუმფატორის ასისტენტი, ფერნანდო სინიორინი, იხსენებს:

“დავინახე მარადონა მისკენ მიდიოდა, მხარზე ხელი დაადო და უთხრა: პატარა ლეო, პატარა ლეო, მოდი თავიდან ვცადოთ. ეს ყველაფერი მასწავლებელისა მოსწავლის ურთიერთობას ჰგავდა.“

“ის აგრძელებდა: მისმინე, ბურთი აქ დადე და ფეხი ძალიან არ დააშორო, თორემ ის არ გამოგივა რაც გსურს. შემდეგ მან ბურთი მარცხენა ფეხით კარის კუთხეში შეაგდო, მესი კი აღფრთოვანებული უყურებდა.“

შესაძლოა, ეს გარდამტეხი მომენტიც კი იყო ლეოსთვის, რადგანაც “ლა მასიაში“ ყოფნის პერიოდში ჯარიმის საუკეთესო ორ შემსრულებელს შორისაც კი არ მოაიზრებოდა.

მესის ყოფილი თანაგუნდელი როიერ გირიბიეტი იხსენებს, რომ აკადემიაში ყოფნის პერიოდში არგენტინელს ვიქტორ ვასკესი და ცაცია ხუანხო კარლოსი ჯობნიდნენ. საინტერესოა, როგორ განვითარდა მათი საფეხბურთო კარიერა.

ვიქტორ ვასკესი

ვასკესმა, რომელიც მესიზე 6 თვით უფროსი იყო, პირველ გუნდში მხოლოდ 3-ჯერ ითამაშა და საბოლოოდ პეპ გვარდიოლამ 2011 წელს “ბრიუგეში“ გაუშვა. მიუხედავად ამისა, მან კატალონიელების მაისურით ერთი გოლის გატანა მაინც მოახერხა, ყაზანის “რუბინთან“, ჩემპიონთა ლიგაზე.

ესპანელმა ბელგიაში 4 წელი გაატარა, ხოლო შემდეგ მექსიკურ “კრუზ აზულში“ გადაინაცვლა. მისი ჯარიმების შესრულების ნიჭი “კამპ ნოუს“ დატოვების შემდეგაც არ დაკარგულა. მან 2014-15 წლების სეზონში “ანდერლეხტს“ ორი გოლი საჯარიმო დარტყმიდან გაუტანა. ეს მატჩი ვიქტორის კარიერის უდავოდ საუკეთესო პერფორმანსი იყო.

ხუანხო კლაუსი

ვასკესისაგან განსხვავებით, მისი კარიერა სათანადოდ ვერ განვითარდა. იგი “ბარსელონას“ 19-წლამდელთა გუნდიდან “კატაროხას“ 2006 წელს შეუერთდა და უმეტესი სეზონი ქვედა დივიზიონის გუნდებში გაატარა.

ამჟამად იგი “პატერნას“ ღირსებას იცავს, გუნდის, რომელიც ესპანეთის მესამე დონის ჩემპიონატში გამოდის.

ერთ-ერთ ინტერვიუში კლაუსი მის ძველ თანაგუნდელზე, ლეო მესიზე, საუბრობს:

“როდესაც ის ჩვენთან მოვიდა, გაგვიკვირდა, რომ ასეთ პატარა ბიჭს მაღალ დონეზე თამაში შეეძლო. თავდაპირველად მეორე გუნდში სიმაღლის გამო გაუშვეს, ხოლო, როცა ჩვენ შემოგვიერთდა ფენომენალური იყო.“

მიუხედავად იმისა, რომ არც ვასკესსა და არც კლაუსს ფეხბურთი მესისთან შესადარ დონეზე არ უთამაშიათ, მათ ყოველთვის შეეძლებათ იმის თქმა, რომ თავის დროზე ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის ნაცვლად, გუნდში ჯარიმებს ისინი ასრულებდნენ.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    გულშემატკივარი [?]
    16 მაისი 2020 11:57
    0
    წელს უნდა შეყაროს ჯარიმებიდან ჩვენმა მეფემ აბა რაა
    საიტის ლეგენდა  [?]
    16 მაისი 2020 00:29
    2
    ჯარიმიდან გოლით უნდა გახსნას განახლებული სეზონის პირველი თამაში
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued