"ბარსელონას" ფრანგები

  • 15-05-2020, 13:10
  • "ბარსელონას" ფრანგები

    დღეს ჭირვეული ბავშვის დაბადების დღეა, ამიტომ გადავწყვიტე "ბარსელონას" ფრანგი ფეხბურთელები გავიხსენო. უკვე გავიხსენეთ ბრაზილიელი მეფეები, არგენტინელები, ჰოლანდიელები და აი, ფრანგების ჯერიც მოვიდა.

    ცალკეულად, დემბელეს შთამბეჭდავ IQ-ზე და მის კომიკურობაზე უკვე დამიწერია და გვიკამათია, ახლა კი ყველა იმ ფრანგს გადავხედოთ (თითქმის ყველას), ვისაც "ბარსას" ფორმა მოურგია.

    თავშივე ვიტყვი, რომ ფრანგების ისტორია "ბარსაში", არ ჰგავს არც ბრაზილიელების, არც არგენტინელების და არც ჰოლანდიელების ისტორიას. ეს უფრო, შეუმდგარი და უიღბლო ტრანსფერების ისტორიაა.

    მცველები

    ლორან ბლანი

    ფრანგებს 90-ანების მიწურულს და 2000-ანების დასაწყისში, ეპოქალური ნაკრები ჰყავდათ. ორი დიდი სანაკრებო ტურნირი მოიგეს და ძალიან ბევრი დასამახსოვრებელი თამაში გვაჩუქეს, თუმცა, "ბარსელონა" მაინც და მაინც იმ ფრანგებს ყიდულობდა, რომელთაც ამ დიდებასთან, არანაირი კავშირი არ ჰქონდათ.

    გამონაკლისი ლორან ბლანი იყო. ნამდვილად გამორჩეული ფეხბურთელი, იმ დიდი ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრი, საკმაოდ ტექნიკური და მოაზროვნე მცველი იყო, მაგრამ "ბარსელონაში" იმის ნახევარიც ვერ აჩვენა, რასაც მისგან ელოდნენ. შესაბამისად, ერთ სეზონზე მეტი არ უთამაშია. "ინტერში" და "იუნაიტედში" ბევრად კარგი იყო, ისევე როგორც ფრანგულ კლუბებში, "ბარსაში" კი მუდმივად მწვანე ჰქონდა ანთებული.

    ფილიპ კრისტანვალი

    მომდევნო ფრანგი მცველი, რომელსაც "ბარსასთვის სიკეთე უნდა მოეტანა, ფილიპ კრისტანვალი იყო, ისეთი პიარი ჰქონდა, მიმიქარავს უმტიტის "შავი მალდინობა". რეალურად კი, დიდი დაბნეული ვინმე აღმოჩნდა, ლორან ბლანზე იმის თქმა მაინც შეიძლება, რომ კონკრეტულად "ბარსას" ვერ მოერგო, აი კრისტანვალი, საერთოდ ვერაფერს მოერგო. მისი საუკეთესო მომენტი "ბარსელონაში" "ლივერპულთან" "კამპ ნოუზე" ჩატარებული შეხვედრაა, სადაც ბურთი ძელს მოარტყა.

    კინაღამ გამარჯვების გოლი გაიტანა. კინაღამ!

    ლილიან ტურამი 

    მომდევნო ფრანგი მცველი, რომელიც დიდი ზარ-ზეიმით ვიყიდეთ, ლილიან ტურამია. ფრანგი ლეგენდა! თავისი თაობის უმხეცესი წარმომადგენელი, რომელმაც მეოთხედფინალში სისხლი გაგვიშრო, ("ბარსელონა" – "იუვენტუსი" 1-2) მეტწილად, სწორედ მისი  დამსახურება იყო, რომ "იუვემ" "ბარსა" გააგდო. ფანებს ის დაამახსოვრდათ, როგორც გაუვალი მცველი, მაგრამ "კალჩოპოლის" სკანდალის შემდეგ, როცა "იუვენტუსი" ნაწილებად დაგლიჯეს და "ბარსამ" ძამბროტა და ტურამი გადმოიბირა, არც ერთი და არც მეორე, სათანადო ფორმაში აღარ იყვნენ. ტურამი უკვე ვეტარანი იყო და მისგან სასწაულებს აღარც ველოდით, მაგრამ მაინც ზუსტად ის ორი წელი დაჰყო გუნდში, რომელიც კრიზისული გამოდგა.

    ჟერემი მატიე 

    კარგი მწეველი კაცი! მისი გამოჩენა მუდმივად მამხიარულებდა, შეეძლო ცენტრში და ფლანგზე თამაში. სანამ "ვალენსიაში" თამაშობდა, ფლანგიდან ყოველთვის მაგრად გვაწუხებდა, აი "ბარსაში" ბევრი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ერთხელ "კლასიკოშიც" შეაგდო მნიშვნელოვანი გოლი და ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ბლანზე, ტურამსა და კრისტანვალზე გაცილებით დიდი სარგებელი მოეტანა.

    ერიკ აბიდალი

    ერიკ აბიდალი ერთადერთი ფრანგია, რომელიც საუკეთესო "ბარსელონაში" იყო და არა რომელიმე სხვა კლუბში. ფანებსაც ძალიან უყვართ, (ბოლო კონფლიქტს თუ არ ჩავთვლით) და კლუბის დევიზსაც ბოლომდე შეეზარდა. ის ნამდვილად გაცილებით მეტი იყო "ბარსასთვის", ვიდრე უბრალოდ ფეხბურთელი და იმ დროს "ბარსაც" გაცილებით მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ კლუბი.

    უმტიტი და ლანგლე 

    ლანგლესგან განსხვავებით, უმტიტისგან ძალიან ბევრს ველოდით. ზუსტად იმ დროს დაიწყო უკან სვლა, როცა "შავი მალდინი" ვუწოდეთ. ეს იქამდე მოხდა, სანამ ქრონიკული ტრავმები დაეწყებოდა. საქმე მის კონტრაქტში იყო. როცა მსოფლიოს საუკეთესო მცველად მივიჩნევდით, მაშინ გავრცელდა ხმები, რომ კლუბს დატოვებდა, თუ ბევრად გაუმჯობესებულ კონტრაქტს არ მიიღებდა. ამ გაუგებრობას მოჰყვა თამაში რომში, სადაც უმტიტი არაფერს აღარ ჰგავდა და "ბარსა" განადგურდა. მერე იყო ტრავმები და..  შერქმეული სახელიდან მხოლოდ "შავი" დარჩა.

    ლანგლე იმ დონის ფეხბურთელია, რომ ცუდ ფორმაში მყოფ უმტიტის აჯობოს. ეს კი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ "ბარსამ" თავი მშვიდად იგრძნოს, მით უმეტეს, როცა პიკე უკვე ასაკშია, სისწრაფეც დაკარგა და კონცენტრირება ყოველთვის უჭირდა.

    დინი და ტობიდო

    მთავარი სარგებელი რაც ლუკა დინმა, "ბარსას" მოუტანა, იყო ის თანხა, რომელიც კლუბმა მის სანაცვლოდ მიიღო. ალბას მოტივირებასაც მშვენივრად ახერხებდა. ალბათ, ტობიდოსაც იგივე ბედი ელის.

    ნახევარმცველები

    ემანუელ პეტი

    სიაში მხოლოდ ერთი ფეხბურთელი გვყავს - ემანუელ პეტი. ხანდახან ავიწყდებათ, რომ 98 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, გოლი პეტიმაც გაიტანა. ყველას ზიზუს გოლები ახსოვს და ხანდახან იმასაც ამბობენ, რომ ის თამაში 2-0 მორჩა. თითქოს, პეტი არც ყოფილიყოს მოედანზე. არადა იყო და მესამე გოლიც შეაგდო.

    მისი საუკეთესო პერიოდი "არსენალს" უკავშირდება, რადგან, სწორედ "არსენალია" ის კლუბი, სადაც ფრანგები ფრთებს შლიან.

    პეტისგან კი, მე პირადად, ყველაზე უკეთ ის მახსოვს, "სან სიროზე" რომ თავი გაიტეხა, მახსოვს იმიტომ, რომ თავისივე თანაგუნდელს შეასკდა და უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში, ორმა ფეხბურთელმა მიიღო ტრავმა, თანაც ერთმანეთს მიაყენეს, აი, უიღბლობა!

    თავდამსხმელები

    კრისტოფ დუგარი

    პატრიკ კლუივერტზე დავწერეთ, რომ ვერ იყო ისეთი ცხრიანი, როგორიც ეტო’ო, სუარესი, ან რონალდო. აი დუგარი კი ვერ იყო ისეთი ცხრიანი, როგორიც კლუივერტი და ალბათ სონი ანდერსონის დონეზეც კი არ ყოფილა.

    როცა "ბორდოში" თამაშობდა და უეფას თასის ნახევარფინალიდან "მილანი" გააგდეს, გალიანიმ სკაუტებს თხოვა ჩადით ბორდოში და წამოიყვანეთ მათი საუკეთესო ფეხბურთელიო, მათ კი ზიდანის ნაცვლად დუგარი ჩაუყვანეს.

    ლუდოვიკ ჟიული

    ჟიული თავის საქმე აკეთებდა, ყოველგვარი ფანტაზიისა და წარმოსახვის გარეშე, მაგრამ აკეთებდა ძალიან სწრაფად. მერე მესი გამოჩნდა და მისი ადგილი კლუბში აღარ იყო. "მილანის" კარში გატანილი გოლისთვის კი დღემდე მადლობელნი უნდა ვიყოთ. ჟულის ტრანსფერი წარმატებული გამოდგა, უბარლოდ არ იყო იმ დონის ფეხბურთელი, რომ კლუბის ლეგენდებს გატოლებოდა.

    ტიერი ანრი

    როცა ანრი შევიძინეთ, კლუბში რონალდინიო, ეტო’ო, მესი, დეკუ, ჩავი, ინიესტა და ტურე დახვდნენ. ამდენ ვარსკვლავს ერთად, "ბარსაში" არასდროს უთამაშია. შესაძლოა, ამანაც წარმოშვა პრობლემა, იყო უამრავი კონფლიქტი და უამრავი ტრავმა. ამიტომ პირველი სეზონი ჩააგდო, ისევე, როგორც მთელმა გუნდმა.

    მერე მოვიდა გვარდიოლა და ანრის მეორე სეზონი კლუბში, საუკეთესო გამოდგა. ეს არ იყო "არსენალის" დონის ანრი, მაგრამ მეორე სეზონი ძალიან კარგი გამოუვიდა. ყველაფერი მოიგო და ჩვენც გაგვახარა. მესამე სეზონში ნელ-ნელა ჩააჩოჩეს, ჯერ კიდევ ჯგუფურ ეტაპზე, პედრო იკავებდა მის ადგილს.

    აქამდე არავის უთქვამს, მაგრამ, მასზე ძალიან ცუდად იმოქმედებდა გუნდიდან ეტო’ოს წასვლა. მათ ხომ განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. სამიდან ერთი კარგი სეზონი, ანრისთვის ძალიან ცოტაა.

    გრიზმანი და დემბელე 

    გრიზმანის შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ "ბარსაში" ვერასდროს იქნება ისეთი სასარგებლო, როგორიც "ატლეტიკოში" იყო, ამაზე დავა შეიძლება და რატომაც არა, ვიდაოთ.

    დემბელეზე შემიძლია ვთქვა, რომ მისი დღეები "ბარსაში" დათვლილია. ქებათა ქება კლუბის ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელებს. ამხელა მოთმინება აქამდე არავის მიმართ არ გამოუჩენიათ, "ფენომენოს" ერთი კაპრიზიც არ აპატიეს, არც რივალდოს, რონალდინიოსაც კი არ მისცეს ერთ შანსზე მეტი. აი დემბელეს სამი წელია უთმენენ და მემგონი, რომ მოთმინების ფიალა ყველას აევსო, ფანებით დაწყებული, ფეხბურთელებით დამთავრებული.

     

    დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ბარსა" ფრანგებისთვის იდეალური ადგილი არ არის.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    ფეოლა მწერალი [?]

    16 მაისი 2020 18:11

    ციტატა: გიორგი ჩანგელია
    ციტატა: ფეოლა
    ციტატა: გიორგი ჩანგელია
    მატიესგან, "ელ კლასიკოში" გატანის გარდა, "ელჩესთან" ჯარიმა და "სელტასთან" გამარჯვების გოლიც მახსოვს.


    ლამაზი გოლი იყო, მაგრამ ფეხბურთელის კარიერას თუ აფასებ ელჩესთან გოლი არ გამოგადგება.

    კრიტიკა არ იყო, უბრალოდ ვახსენე.


    შენ არ იყავი ადრესატი. ეგ სხვას მივწერე.

    1
    გასულია
    გიორგი ჩანგელია ფანი [?]

    16 მაისი 2020 16:02

    ციტატა: ფეოლა
    ციტატა: გიორგი ჩანგელია
    მატიესგან, "ელ კლასიკოში" გატანის გარდა, "ელჩესთან" ჯარიმა და "სელტასთან" გამარჯვების გოლიც მახსოვს.


    ლამაზი გოლი იყო, მაგრამ ფეხბურთელის კარიერას თუ აფასებ ელჩესთან გოლი არ გამოგადგება.

    კრიტიკა არ იყო, უბრალოდ ვახსენე.

    1
    --------------------
    LIONEL ANDRES LEO MESSI
    გასულია
    ფეოლა მწერალი [?]

    16 მაისი 2020 10:39

    ციტატა: rivaldo80
    ფრანგებზე აცრილია ავტორიი...ტიურამი იყო ძალიან მაგარი აბიდალიც არანაკლები ჟული არ იყო ბარსას დონე რასნიშნავს სასაცილოა ცოტა ტიპი დაფრინავდა და უდიდესი წვილი შეიტანა ბარსას აღორძინებაში ისე ლაპრაკოსბ ავტორი თითქოს მაშინ ბარსა ვარსკვალევბს ეთამეშებოდაა...))))) ამ ზამბროტას რას ერჩიის....)))))) რაც სიტიმ და მანჩემ ფული ხარჯეს პოგბა რომ პოგბაა გამართლაა?? ესე ავდილი არა იცვლება გუნდი აშკარად მთავრდება მესიის ეპოქაა ამითომ ძიებაშია გუნდი იპოვოს თავის გზაა ამას ჭირდება კაი ტრენერი და არა მენახირეე...ბარსაში თამაში ადვილი არა მითუმეტეს კრიზიის დროს..დემბელეზე შეცდნენ თითონ დაგვცინოდა მგონი ნახევარი მსოფლიო არაფერი გაუკეთებია და 150 გადაყარეს დანარჩენი გრიზმანი საჭირო კაცია და იტყვის თავის სიტყვას სადაც მესი სუაა ბუსკეთსია იქ ეგრე ჰარიჰარალოზე ვერ გაკეთებ ყველაფერს...დე იონგმა რა გამართლაა?? იმის ნახევარიც არა რაც აიქსში იყოო რაშუაშია ფრანგებიი...მატიე ზამენისთვის მშვენიერი ფეხბურთელი იყო თან ასაკშიი რა უნდა მოთხოვო...ძველ ჩანაწერებს ვურჩევ უყუროს ავტორს ტიურამი რებს აკეთებს ან ჟულიი...ინი 25 წლამდე სკამს ხეხავდაა...და ხავის აკრიტიკიკებდნენ მეზოოვე ქონდა კლიჩკა...რაც შემდეგ ვნახეთ ყველა გაგავვაოცაა...უმტიტი საკუთარი თავი თითონ დამარხა და ლანგლესნაირი მცველი ერთი სულ მუდამ გყვავდა...)))


    1. ეს ბლოგი კონკრეტულად ფრანგებს ეხება, დე იონგი და სხვები სხვა ბლოგებში შევაფასე.
    2. პოგბა საერთოდ რა შუაშია?
    3. ტურამი რას აკეთებდა? იუვეს დონის ნახევარიც არ უთამაშია და არც აღარავინ ელოდა მაგას.
    4.ძამბროტა იყო ერთ-ერთი ყველაზე ''ხე'' მცველი ბარსას ისტორიაში. დეკუს ლივერპულთან გაატანინა - მორჩა მაგის სარგებელი.
    5. ჟულიზე დავწერე წარმატებული ტრანსფერი იყო-მეთქი. მესის ვერ გაუწევდა კონკურენციას.

    კრიტიკას ვიღებ, არ ვუკადრისობ, მაგრამ ამას ვერ მივიღებ : )

    ციტატა: გიორგი ჩანგელია
    მატიესგან, "ელ კლასიკოში" გატანის გარდა, "ელჩესთან" ჯარიმა და "სელტასთან" გამარჯვების გოლიც მახსოვს.


    ლამაზი გოლი იყო, მაგრამ ფეხბურთელის კარიერას თუ აფასებ ელჩესთან გოლი არ გამოგადგება.

    1
    გასულია
    rivaldo80 ფანი [?]

    16 მაისი 2020 02:57

    ფრანგებზე აცრილია ავტორიი...ტიურამი იყო ძალიან მაგარი აბიდალიც არანაკლები ჟული არ იყო ბარსას დონე რასნიშნავს სასაცილოა ცოტა ტიპი დაფრინავდა და უდიდესი წვილი შეიტანა ბარსას აღორძინებაში ისე ლაპრაკოსბ ავტორი თითქოს მაშინ ბარსა ვარსკვალევბს ეთამეშებოდაა...))))) ამ ზამბროტას რას ერჩიის....)))))) რაც სიტიმ და მანჩემ ფული ხარჯეს პოგბა რომ პოგბაა გამართლაა?? ესე ავდილი არა იცვლება გუნდი აშკარად მთავრდება მესიის ეპოქაა ამითომ ძიებაშია გუნდი იპოვოს თავის გზაა ამას ჭირდება კაი ტრენერი და არა მენახირეე...ბარსაში თამაში ადვილი არა მითუმეტეს კრიზიის დროს..დემბელეზე შეცდნენ თითონ დაგვცინოდა მგონი ნახევარი მსოფლიო არაფერი გაუკეთებია და 150 გადაყარეს დანარჩენი გრიზმანი საჭირო კაცია და იტყვის თავის სიტყვას სადაც მესი სუაა ბუსკეთსია იქ ეგრე ჰარიჰარალოზე ვერ გაკეთებ ყველაფერს...დე იონგმა რა გამართლაა?? იმის ნახევარიც არა რაც აიქსში იყოო რაშუაშია ფრანგებიი...მატიე ზამენისთვის მშვენიერი ფეხბურთელი იყო თან ასაკშიი რა უნდა მოთხოვო...ძველ ჩანაწერებს ვურჩევ უყუროს ავტორს ტიურამი რებს აკეთებს ან ჟულიი...ინი 25 წლამდე სკამს ხეხავდაა...და ხავის აკრიტიკიკებდნენ მეზოოვე ქონდა კლიჩკა...რაც შემდეგ ვნახეთ ყველა გაგავვაოცაა...უმტიტი საკუთარი თავი თითონ დამარხა და ლანგლესნაირი მცველი ერთი სულ მუდამ გყვავდა...)))

    1
    გასულია
    გიორგი ჩანგელია ფანი [?]

    16 მაისი 2020 00:44

    მატიესგან, "ელ კლასიკოში" გატანის გარდა, "ელჩესთან" ჯარიმა და "სელტასთან" გამარჯვების გოლიც მახსოვს.

    1
    --------------------
    LIONEL ANDRES LEO MESSI
    გასულია
    Andres_Iniesta Culé [?]

    15 მაისი 2020 14:58

    ანრი და აბიდალი მაინც საუკეთესოები იყვნენ


    იმედია სიას გრიზმანი დე ლენგლე შეემატება.

    დემბელეც.

    3
    --------------------
    VISCA BARCA VISCA CATALUNYA!
    გასულია
    ფეოლა მწერალი [?]

    15 მაისი 2020 14:14

    ციტატა: Clever liar
    საღოლ ავტორს :)
    მათ კი ზიდანის ნაცვლად დიუგარი ჩაიყვანეს :DDDDD

    ანრი ჟული ტურამი, ვფიქრობ საპენსიო ასაკში შევიძინეთ, თორე ბარსაში არუნდა გაჭირვებოდათ მათაც თავისი სახელოვანი კვალის დატოვება...


    ჟული 28 წლის იყო, ანრი 29 ის.
    მართლა არ არის სასურველი ასაკი, მაგრამ ნეიმარიც უკვე ამ ასაკშია და ამ გადმოსახედიდან ღიირს თუ არა მაგის მოყვანა კაცმა არ იცის..

    2
    საიტზეა
    Clever liar წევრი [?]

    15 მაისი 2020 13:49

    საღოლ ავტორს :)
    მათ კი ზიდანის ნაცვლად დიუგარი ჩაიყვანეს :DDDDD

    ანრი ჟული ტურამი, ვფიქრობ საპენსიო ასაკში შევიძინეთ, თორე ბარსაში არუნდა გაჭირვებოდათ მათაც თავისი სახელოვანი კვალის დატოვება...

    3
    პარტნიორები
    Flashscore.ge