"შეუდარებელი პინტო"

"შეუდარებელი პინტო"

გუშინ საღამოს "სპორტინგსა" და "ბარსელონას" თამაშის დროს დაფიქსირდა ერთი ძალზე საინტერესო ფაქტი, რომელიც აღნიშვნის ღირსია. მატჩის არბიტრმა პერეს ლასამ "ბარსელონას" ფეხბურთელებს 6 ყვითელი ბარათი უჩვენა, 5 მოედანზე და ერთიც სათადარიგოთა სკამზე. წელს ხოსე მანუელ პინტოს "ლა ლიგის" ყველა გრაფაში ნული აქვს გარდა ერთისა, მან გუშინ ყვითელი ბარათი მიიღო ისე, რომ ერთი წუთიც არ დაუყვია მოედანზე. ხოსე მანუელი "შეიჭრა როლებში" და მოედანის ხაზი გადაკვეთა, ალბათ მას სურდა მე–12 კაცად შესულიყო მოედანზე და გუნდისათვის ეშველა, მაგრამ პერეს ლასამ მას დაუყოვნებლივ დაწყნარება სთხოვა და ყვითელი ბარათითაც "დაასაჩუქრა".
პინტოს ასეთები  ნამდვილად სჩვევია, გახსოვს ალბათ "ჩემპიონთა ლიგის" მატჩზე, როდესაც ვალდესი გაციებული იყო, "კოპენჰაგენის" წინააღმდეგ სწორედ მან დაიცვა "ბლაუგრანას" კარი. ერთ მომენტში დანიელი ფეხბურთელი მეკარესთან ერთი – ერთზე გადიოდა, ამ დროს პინტომ "დაუსტვინა" ფეხბურთელს თამაშგარე ეგონა და გაჩერდა, ამით პინტომ ისარგებლა და გამოსვლაზე დაასწრო "კოპენჰაგენის" ფეხბურთელს. ეს ყველაფერი შეუმჩნეველი დარჩებოდა, რომ არა პინტო, მან მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ სწორედ მან "დაუსტვინა", "ფიფამ" კი მას დისკვალიფიკაცია გაუფორმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.