8 შესაძლო გაცვლა "ბარსელონასა" და "იუვენტუსს" შორის

8 შესაძლო გაცვლა "ბარსელონასა" და "იუვენტუსს" შორის

ბოლო დროს, "იუვენტუსსა" და "ბარსელონას" შორის ფეხბურთელების შესაძლო გაცვლამ ნეიმარისა და ლაუტარო მარტინესის ტრანსფერების საკითხებიც კი გადაფარა.

ტურინელთა დირექტორმა, ფაბიო პარატიჩმა "ბლაუგრანასთან" მოლაპარაკებები დაადსატურა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთავარია გუნდებმა ფეხბურთელები გაცვალონ და არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რომლები.

Tribuna გვთავაზობს 8 გაცვალას, რომლებიც, შესაძლოა, "ბარსელონასა" და "იუვენტუსს" შორის განხორციელდეს.

ივან რაკიტიჩი - მირალემ პიანიჩი

ორივე ფეხბურთელი 30 წელს გადაჭარბებულია და მათ უმაღლეს დონეზე სათამაშოდ ცოტა დრო დარჩათ. ხორვატისთვის გუნდის დატოვების უფლების მიცემა კარგი გადაწყვეტილება იქნება, რადგან მას, კონტრაქტის ამოწურვამდე, ერთი წელი აქვს დარჩენილი.

რაც შეეხება ბოსნიელს, რა თქმა უნდა, ის სასტარტო შემადგენლობის წევრად არ განიხილება, მაგრამ სათადარიგოთა სკამიდან გუნდს საკმაოდ გააძლიერებს. გარდა ამისა, მისი გამოცდილება არტურსა და ფრენკი დე იონგს დაეხმარება.

არტურო ვიდალი - მირალემ პიანიჩი

რაკიტიჩის მსგავსად, ვიდალის კონტრაქტიც ერთი წლის შემდეგ მთავრდება, რის გამოც, "ბარსას" მისი წელსვე გაშვება უწევს.

ჩილელის გუნდიდან წასვლას თავისი მინუსები აქვს. 32 წლის ფეხბურთელი გუნდს ფიზიკურ ძალასა და მებრძოლ სულს მატებს, პიანიჩი კი ამით არ გამოირჩევა.

ივან რაკიტიჩი - როდრიგო ბენტანკური

ურუგვაელი ნახევარმცველი "ბარსელონას" ადრეც დაუკავშირეს. ჭორების თანახმად, "ბლაუგრანა" ბენტანკურით ჯერ კიდევ მაშინ იყო დაინტერესებული, როდესაც ფეხბურთელი "ბოკა ხუნიორსში" თამაშობდა.

22 წლის ფეხბურთელი "იუვენტუსის" სასტარტო შემადგენლობის წევრად ითვლება. ტურინულ გუნდში გადასვლის (2017 წელი) შემდეგ, მან მონაწილეობა 96 მატჩში მიიღო, 3 გოლი გაიტანა და  9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. თუმცა, ძნელი სათქმელია, არის თუ არა ეს "კამპ ნოუზე" ფეხის მოკიდებისთვის საკმარისი გამოცდილება.

მარტინ ბრეითუეიტი - ფედერიკო ბერნარდესკი

ბერნარდესკი "იუვენტუსის" მორიგი ფეხბურთელია, რომელსაც "ბარსელონას" ადრეც უკავშირებდნენ. იტალიელზე კარგის მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ მას შეტევის ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" მარტინ ბრეითუეიტთან განშორებას გეგმავს. არადა, დანიელი მხოლოდ 3 შეხვედრაში გამოიცადა და მას თავი ნამდვილად არ შეურცხვენია. ის მეტ შანსს იმსახურებს.

სამუელ უმტიტი - დანიელე რუგანი

"ბარსელონას" მემარჯვენე ცენტრალური მცველი სჭირდება, რომელიც ჟერარ პიკეს შეცვლის. თუმცა, რუგანი "იუვენტუსის" სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდება და რა აზრი აქვს მის დამატებას?

25 წლის ფეხბურთელმა, მიმდინარე სეზონში, მხოლოდ 7 თამაში ჩაატარა. ის სათადარიგო ფეხბურთელია. როდესაც გუნდში უკვე გვყავს ჟან-კლერ ტოდიბო და რონალდ არაუხო, რა საჭიროა კიდევ ერთი სათადარიგო ცენტრალური მცველის დამატება?

ჟან-კლერ ტოდიბო - მატიას დე ლიხტი

ჰოლანდიელს "ბარსელონაში" გადმოსვლის შანსი გასულ ზაფხულში ჰქონდა, მაგრამ მან "ბებერი ქალბატონი" აირჩია. სადებიუტო სეზონი მას კარგი ნამდვილად ვერ გამოუვიდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი, სერია A-ში, აშკარად წვალობს.

იქამდე, სანამ "ბარსელონა" დე ლიხტის შეძენას კიდევ ერთხელ გადაწყვეტს, 20 წლის ფეხბურთელმა უნდა დაამტკიცოს, რომ ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში თამაშისთვის მზადაა.

გარდა ამისა, გუნდი ტოდიბოს მარტივად არ უნდა შეელიოს. 20 წლის ფრანგი "შალკეში" ძალიან კარგად გამოიყურება. კიკე სეტიენის გუნდში მას სიამოვნებით იხილავდნენ. გვჭირდება მწვრთნელი, რომელიც მას ენდობა, ერნესტო ვალვერდე კი ამას არასდროს აკეთებდა.

ჟან-კლერ ტოდიბო - მატია დე შილიო

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტოდიბოს "კამპ ნოუზე" დარჩენა ცუდი არ იქნებოდა.

რაც შეეხება დე შილიოს - 27 წლის უნივერსალმა განაპირა მცველმა, მიმდინარე სეზონში, 12 თმაში ჩაატარა. დაახლოებით ერთი თვე ის ტრავმირებული იყო, დანარჩენ დროს კი, ძირითადად, სთადარიგოთა შორის ატარებდა.

არტური - მირალემ პიანიჩი

ტრანსფერი, რომელიც "ბარსელონას" გულშემატკივრებს, ალბათ, ყველაზე ნაკლებად უნდათ.

გასათვალისწინებელია 2 ფაქტორი - ასაკი და თამაშის სტილი. ორივე შემთხვევაში უპირატესობა ბრაზილიელს აქვს. მიმდინარე სეზონში, როდესაცვ მოედანზე იყო, მან ნამდვილად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რაზეც 23 თამაშში 4 გოლი და ამდენივე ასისტი მეტყველებს. რაც შეეხება ბოსნიელს - მან საუკეთესო წლები უკვე უკან მოიტოვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 14 მაისი 2020 21:13
    0
    ვიდალი ან რაკიტიჩი(უფრო რაკიტიჩი) გაცვალეთ პიანიჩში დალშე სისულელე ბარტერებია
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 14 მაისი 2020 20:53
    1
    სატრანსფერო პოლიტიკა ზაფხულისთვის:
    გაყიდონ ნეტუ და დააწინაურონ პენია.გაყიდონ სერხი რობერტო და დააბრუნონ ვაგე(ემერსონიც შეიძლება),გაყიდონ ფირპო და მოიყვანონ ტალიაფიკო,გაყიდონ რაკიტიჩი და ვიდალი მოიყვანონ პიანიჩი,დააბრუნონ კოუტინიო,დააწინაურონ პუჩი.მოიშორონ თურანი,გაყიდონ რაფინია.უმტიტის და დემბელეს აცალონ ერთი სეზონიც და თუ კიდე გატანჯეს ტრავმებმა მერე კარგად მეყოლონ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #7 14 მაისი 2020 19:12
    1
    დეშილიო რუგანი და ბენტანკურიოო ვაჰაჰაააააააააააააააააააააააა ვიხევიი სიცილით დანილოოც წამოიყვანეთ ტქვეე ბანძებოო
    Culé [?]
    #6 14 მაისი 2020 15:04
    0
    ახალი ზღაპრები,ამ კორონამ ჟურნალისტები მთლად გამოაშტერა,ცოტათი ხომ უნდა შეესაბამებოდეს რეალობას.
    ფანი [?]
    #5 14 მაისი 2020 14:53
    1
    პირველის გარდა ყველგან გვატყუებენ ბებერი კრისები
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #4 14 მაისი 2020 13:47
    5
    არტურს და ტოდიბოს შეეშვით.
    ბრაიტვეიტსაც შეეშვან სანამ მინიმუმ ლაუტარო ან ნეიმარი არ გადმოვა.

    რაკიტიჩი- პიანიჩი იდეალურია

    ნუ ჯანდაბას ვიდალი და პიანიჩიც.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 მაისი 2020 13:43
    0
    აი რას წერს ევროსპორტი:
    ბართომეუს მრჩეველი : ”ნეიმარის ბარსელონაში დაბრუნება შეუძლებელია”
    Автор:Eurosport
    დამთავრდა ყოველგვარი სპეკულაციები?
    კარლს რექსაჩი, ბარსელონას პრეზიდენტის ხოსეპ ბარტომეუს მრჩეველი, კომენტარს აკეთებს ნეიმარის დაბრუნების შესახებ.
    ”მე მჯერა, რომ არსებულ ვითარებაში, ნეიმარის დაბრუნება შეუძლებელია. ვფიქრობ, მან გააცნობიერა რა როლი ითამაშა ბარსელონამ მისთვის - თუ ის გაიტანდა ბარსელონაში, ის გოლი მსოფლიოში ყველა ნახავდა. პარიზში მისი გოლები ნაკლებად შესამჩნევია. ”
    წევრი [?]
    #2 14 მაისი 2020 13:29
    1
    ძაან სასაცილოა 😂😂😂😂
    BarcelonaFanTV
    სტუმარი [?]
    #1 14 მაისი 2020 13:28
    0
    სისულელეა ყველა რაკიტიჩი-პიანიჩის გარდა