"მანჩესტერ სიტი" პეპ გვარდიოლას "ბარსელონაში" დაბრუნებას გამორიცხავს
- 14-05-2020, 00:24
-
DaviD_ViLLa_7
- 6

The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ სიტი", პეპ გვარდიოლას ამჟამინდელი კლუბი, დარწმუნებულია, რომ ესპანელი სპეციალისტი "ბარსელონაში" არ დაბრუნდება.
"ბარსელონას" ლეგენდის მშობლიურ კლუბში დაბრუნების საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც "ბლაუგრანას" პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ კატალონიური გრანდის სათავეში მოსვლის შემთხვევაში, ესპანელი სპეციალისტის მოწვევას აპირებს.
წყაროს ცნობით, პეპს "სიტისთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება. "ქალაქელებს" სჯერათ, რომ 49 წლის სპეციალისტი "ბარსაში" არ გადმოვა და ისინი იმედოვნებენ, რომ გვარდიოლასთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებენ.
პეპ გვარდიოლა "ბარსელონას" 2008-2012 წლებში წვრთნიდა. მან კლუბთან ერთად 14 ტიტული მოიგო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]