დე იონგის აგენტი: ფრენკი "ბარსელონაში" ბედნიერია

  • 13-05-2020, 23:13
  • დე იონგის აგენტი: ფრენკი "ბარსელონაში" ბედნიერია

    ბოლო პერიოდში ჭორები "ბარსელონას" ბევრი ფეხბურთელის შესახებ აგორდა. ამჯერად, მედიის ყურადღების ცენტრში ფრენკი დე იონგი მოექცა, რომლის მომავალიც "იუვენტუსს" დაუკავშირეს.

    ნიდერლანდელის აგენტი, ალი დურსუნი ხაზგასმით ამბობს, რომ მისი კლიენტი კატალონიურ კლუბში ბედნიერია.

    "ფრენკი "ბარსელონაში" თავს კარგად გრძნობს, "ბლაუგრანა" კი მისი ნაჩვენები თამაშით კმაყოფილია. გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ ჭორია", - ციტირებს აგენტის სიტყვებს Mundo Deportivo.

    დე იონგი კატალონიელთა რიგებს გასულ ზაფხულში, "აიაქსიდან" შეუერთდა. "კამპ ნოუზე" გატარებულ პირველ სეზონში ნახვარმცველმა 37 მატჩში 2 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    14 მაისი 2020 00:24

    ნორმალური ტრენერი რო მოვა უფრო ბედნიერი იქნება

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    საიტზეა
    me da barca Culé [?]

    14 მაისი 2020 00:08

    პირბადე და ხელთათმანები გიკეთია. ხალათი, თავზე ქუდი და ექიმი ხარ ფრენკ.

    2
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV