ხეისონ მურილიო: ლიონელ მესი მსოფლიოში საუკეთესოა

  • 13-05-2020, 21:44
  • ხეისონ მურილიო: ლიონელ მესი მსოფლიოში საუკეთესოა

    "ბარსელონას" ყოფილმა მცველმა, ხეისონ მურილიომ, კატალონიურ კლუბში გატარებული დრო გაიხსენა და ლიონელ მესი შეაქო.

    "მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი და შესანიშნავი ადამიანია. როდესაც "ბარსელონაში" გადავედი, ლეო დასაწყისიდანვე მეხმარებოდა. მასზე მხოლოდ კარგი რაღაცების თქმა შემიძლია.

    მესისთან ერთად გასახდელში ყოფნა დიდი უპირატესობაა, რადგან ის თავს მნიშვნელოვნად გაგრძნობინებს.

    "ბარსა" განსაკუთრებულია. "ბლაუგრანაში" გადასვლით ოცნება ამიხდა. შესაძლოა, უფრო ხშირად თამაში მინდოდა, მაგრამ ეს იყო გამოცდილება, რომელსაც მსოფლიოში ნებისმიერი ფეხბურთელი ისურვებდა", - აცხადებს მურილიო Rincon Azucarero-სთან ინტერვიუში.

    27 წლის ფეხბურთელი "ბლაუგრანაში" იჯარით 2018 წელს თამაშობდა. ის კატალონიურ გუნდში 6 თვე იმყოფებოდა. კოლუმბიელმა მცველმა სულ 3 თამაში ჩაატარა. ის, ამჟამად, "სამპდორიადან" "სელტაშია" განათხოვრებული.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    me da barca Culé [?]

    13 მაისი 2020 23:51

    დაბერდება და შვილიშვილებს მოუყვება ბარსაში თვით მესისთან ვთამაშობდიო.

    1
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV