Daily Mail: "ბარსელონა" მუსა დემბელეთი ინტერესდება

  • 13-05-2020, 20:44
  • Daily Mail: "ბარსელონა" მუსა დემბელეთი ინტერესდება

    "ბარსელონა", ლაუტარო მარტინესის ვერშეძენის შემთხვევაში, ალტერნატიულ ვარიანტებს ეძებს. ინგლისური გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, კატალონიელები "ლიონის" შემტევს, მუსა დემბელეს აკვირდებიან.

    გავრცელებული ცნობებით, ფრანგი მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი იქნება. 23 წლის მოთამაშით ყველაზე აქტიურად "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდება - მთავარი მწვრთნელი, ოლე გუნარ სულშერი მუსას ასპარეზობით მოხიბლულია და ხელმძღვანელობას მის შეძენას სთხოვს. წყარო დასძენს, რომ რუდი გარსიას გუნდი დემბელეს 60 მილიონ ევროდ შეელევა.

    დიდი ალბათობით, ფრანგი ამჟამინდელ კლუბს (რომელთან კონტრაქტიც 2023 წლამდე აკავშირებს) მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს და ზაფხულში სხვა გუნდში გადაბარგდება, მისი შეძენის მთავარი პრეტენდენტები კი სწორედ "ბარსა" და "წითელი ეშმაკები" იქნებიან.

    წარმოშობით მალელმა, წლევანდელ სეზონში, ყველა ტურნირის ეგიდით, 42 მატჩში თავი 22 გოლითა და 7 ასისტით გამოიჩინა. Transfermarkt-ი მას 40 მილიონ ევროდ აფასებს. დემბელეს, პროფესიონალური კარიერის განმავლობაში, "ლიონის" გარდა, "ფულემსა" და "სელტიკში" უთამაშია.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Nikolozi ახალბედა [?]

    14 მაისი 2020 06:31

    ციტატა: Ronaldinho.
    ეს ზანგები არ მევასება რაა))) რაღაც დებილები არიან ჯერ ეს დემბელე გვყავს და ეხა მეორე მოყავთ.ათასი ფეხბურთელია ბევრსდ მაგარი რაღა ამას მიადგნენ.ამდენი ქალები გასაუპატიურებლები არიანო რაღა ამ 78 წლის ქალს მიადგდნენო ეგ პინტია)))))))

    აი მაგ კომენტარის გამო თავად ტოვებ დებილის და ერთუჯრედიანის შთაბეჭდილებას, რა შუაშია აქ ზანგი. მართლა გაუნათლებელი ხლეთა ჯოგია ამ ქვეყანაში, გაუნათლებლობას რომ კანის ფერით განსაზღვრავ თვითონ ხარ გაუნათლებელი. დებილი შავებშიც ბევრია და თეთრებშიც რა შუაშია აქ კანის ფერი მართლა ერთუჯრედიანთა ჯოგია ამ ქვეყანაში . ჩვენ თუ თეთრები ვართ მიტო ვართ ყველა ჭკვიანია. არის ბევრი ხიხო თეთრკანიანიც რო იცოდე და ბევრი ჭკვიანი შავკანიანიც, სპორტს რო თავი დაანებო მსახიობები და მუსიკოსები რამდენია ლეგენდარული, ჯაზი და რეპი საერთოდაც აფროამერიკელებმა შექმნეს არეტა ფრანკლინი, ჯიმი ჰენდრიქსი, რეი ჩარლზი, ბარი ვაითი, თუ ფაქ შაკური. არამარტო მუსიკაში დასპორტში მსოფლიო ისტორიაში ბევრი დიდი პოლიტიკური ფიგურა იყო და არის შავკანიანი მარტინ ლუთერ კინგი, ბარაკ ობამა და ნელსონ მანდელა ნეტა იცოდე რამდენ შენნაირ და ჩემნაირ ტყუილად მყოფელ თეთრკანიანს ჯობიან. ზანგები დებილები არიან და თეთრები ყველა ჭკვიანები ვართ რას ამბობ, მითუმეტეს ქართველები. ეჰჰჰ ამ ბნელი აზროვნებიდან როდის გამოვალთ, სირცხვილია 21 საუკუნეში ადამიანის კანის ფერზე რო ვკამათობთ კიდე. ცოტა სპორტულ თემსაც გადავუხვიე და ეტყობა ამის თამაშები სელტიკში ლიონში ან თუნდაც ჩემპიონთა ლიგაზე ნანახი არ გაქ თორე მაგას არ იტყოდი, ერთ ერთი ყველაზე პერსპექტიული ფორვარდია და შენ რო მუქი კანის ფერი თვალში არ გვდება მაგის გამო დემბელეს ყიდვაში ხელი არ შეეშლებათ დამიჯერე.

    9
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    13 მაისი 2020 22:57

    ჯერ პრიორიტეტი ხო სასწაული ყავთ და ალტერნატივამ ვაფშე დაგლიჯა ვის ხელში ვართ ბიჭოოო

    4
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    ANSU FATI.. ფანი [?]

    13 მაისი 2020 22:28

    ციტატა: CHEPE
    ოსმან დემბელე - დღევანდელი "ბარსელონასა" და ზოგადად თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ტრავმატული ფეხბურთელი.

    კატალონიურ კლუბში გადმოსვლის მომენტიდან, ფრანგმა შემტევმა ტრავმა მიიღო რვაჯერ, გამოტოვა 70 შეხვედრა და ლაზარეთში საერთო ჯამში 425 დღე გაატარა.

    ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ "ბლაუგრანას" თავისი ვინგერის ტრანსფერი საერთო ჯამში 145 მილიონი ევრო დაუჯდა.

    წარმოშობით მავრიტანელმა ფეხბურთელმა "ლურჯ-ბროწეულისფრებში" მოასწრო 74 მატჩის ჩატარება და 19 გოლის გატანა.
    და ეს გახდება ბარსას ლეგედააა😀😀😀 და ამის გჯერავთ ვიღაცვიღაცესბს??😏😏
    ტიპს 425 დღე აქვს გატარებული 1095 დღიდან... 670 დღე ღლეპრ.ოჭაობაში გაატარა და გაიტანა 19 გოლი...
    ბრაოო რაა ამას თუ ლეგენდად მიიჩნევთ მომავალში

    კი კი მომავალია ეს კი დემბელე დემბუზა 😂 🤣 🤣 😂

    4
    --------------------

    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig the best talent❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    გასულია
    Albicelecte ფანი [?]

    13 მაისი 2020 21:11

    დემბელე გაცვალონ დემბელეში, დაახლოებით ერთი ასაკისანი არიან და ის უფრო ჯანმრთელია
    11 ნომერზე არის ანსუ და მისცენ მეტი დრო, კიდევ ბრეითვეიტი ყავთ და იმედია ივარგებს
    და კიდევ გრიზმანი არაა 11 ნომერი, ყველაფერი და მაგისი ნეიმარში გაცვლა შეიძლება, პლუს კიდევ 1 მოთამაშე, რომელიმე

    4
    გასულია
    Gio-96 გულშემატკივარი [?]

    13 მაისი 2020 20:52

    ბიჭო ფეხბურთელს თუ ვერ არჩევთ და არიცით რომელი იყიდოთ, მაშინ იჯარით მაინც აიყვანონ და გამოსყიდვის უფლება დაიტოვონ, თუ გაამართლებს გადაიხდიან გამოსასყიდს თუარადა გაბრუნდება უკან საიდანც მოვიდა

    5
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV