ლა ლიგის ფინანსურმა რეგულაციებმა, შესაძლოა, "ბარსელონას" ხელი შეუშალოს

ლა ლიგის ფინანსურმა რეგულაციებმა, შესაძლოა, "ბარსელონას" ხელი შეუშალოს

ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი ახალი სეზონისათვის საფინანსო რეგულაციების შემოღებას აანონსებს.

"კლუბებმა აქამდე უკვე დიდი თანხა გაიღეს და მათი შეკრული შემადგენლობა იმ ფინანსურ ლიმიტებს აჭარბებს, რომელსაც მომავალი სეზონიდან დავამკვიდრებთ.

გრანდებმა ყურადღება აკადემიებს უნდა მიაქციონ და ხელფასის შესამცირებელი სტრატეგიები შეიმუშაონ. სხვა გამოსავალი არ რჩება, ფინანსურ ლიმიტებს გადამეტებულ ტრანსფერებს არ დავუშვებთ, ეს შეუძლებელია", - ციტირებს ლა ლიგის პრეზიდენტის სიტყვებს ESPN.

2013 წლიდან ლა ლიგა უზრუნველყოფს, რომ კლუბებმა ფინანსური საკითხები შესაფერისად მოაგვარონ. მათი ლიმიტები რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული: სავარაუდო შემოსავალი, ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ხელფასები, ტრანსფერებიდან მიღებული თანხის საშუალო რაოდენობა ბოლო 3 წელში და ა.შ. 

"ბარსელონას" 2019-20 წლების ლიმიტი 671 მილიონი ევრო იყო, მადრიდის "რეალისა" კი - 641 მილიონი.

მიუხედავად მოსალოდნელი რეგულაციებისა, ESPN-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმართ ოპტიმისტურადაა განწყობილი -  კატალონიელები ლაუტარო მარტინესისა და მირალემ პიანიჩის შეძენას უმიზნებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 13 მაისი 2020 22:59
    2
    პირველად გამიხარდა ამათი უაზრო რეგულაცია იმედია ასე მაინც ვერ მოათრევენ ამ ლაუტაროს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued