ფოკუსს მიღმა - 13.05.2020

  • 13-05-2020, 23:01
  • ფოკუსს მიღმა - 13.05.2020

    წარმოგიდგენთ რუბრიკას "ფოკუსს მიღმა". ამ რუბრიკაში შემოგთავაზებთ დღევანდელ სიახლეებს, რომლებიც ჩვენი ფოკუსის მიღმა ნაკლები მნიშვნელობის გამო დარჩა და რომლებსაც ცალკე სტატია არ მიეძღვნა.

    ტანგი ნდომბელე

    "ბარსელონას" ზაფხულის ერთ-ერთი სამიზნე, ტანგი ნდომბელე "ტოტენჰემს" ვერ დატოვებს. კლუბის პორტუგალიელი თავკაცი, ჟოზე მოურინიო 23 წლის ტალანტისაგან მაქსიმუმის მიღებას გეგმავს. [The Independet]

    სანდრო ტონალი

    "ბარსელონას" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი სამიზნე, სანდრო ტონალი "ინტერის" ყურადღების ცენტრში მოექცა. ფეხბურთელი ანტონიო კონტეს ხელში თამაშის იდეამ მოხიბლა [Siempre Inter]

    მილან შკრინიარი

    შკრინიარისათვის ბრძოლაში "ბარსელონას" კონკურენციას "რეალი" გაუწევს. [Mundo Deportivo]

    ტიმო ვერნერი

    ტიმო ვერნერს "ბარსელონა" ლაუტარო მარტინესის ალტერნატივად განიხილავს, თუმცა გერმანელის გადაბირებას "ლივერპული" ცდილობს. [Football Espana]

    ექტორ მორენო

    "ალ-გარაფას" ამჟამინდელი და "ესპანიოლის" ყოფილი მცველი, ექტორ მორენო აცხადებს: "რა თქმა უნდა, ტრავმებს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. 2014 წლის მუნდიალამდე,"ბარსაში" გადასვლის შესაძლებლობა მქონდა". [TUDN]

    ეუსებიო საკრისტანი

    "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, ეუსებიო საკრისტანი აცხადებს: "ბარსა ბ-ში" 15 წლის ალექს გრიმალდოთი აღფრთოვანებული ვიყავი. მას წარმატების მიღწევა ნებისმიერ კლუბში შეუძლია". [Sport]

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV