"ლუგოს" მეკარემ ტერ შტეგენი შეაქო

"ლუგოს" მეკარემ ტერ შტეგენი შეაქო

ესპანური "ლუგოს" მეკარე ალბერტო ვარო "ბარსელონას" კარის დარაჯთან, მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან ერთად ვარჯიშის დროს იხსენებს და გერმანელ ფეხბურთელს აქებს.

"გამიმართლა, რომ ტერ შტეგენის გვერდით ვმუშაობდი. მარკით აღფრთოვანებული ვიყავი, როდესაც მასთან ერთად ვვარჯიშობდი.

ტერ შტეგენი სრულყოფილი მეკარეა. მას ყველაფერი აქვს. ამასთანავე, ის ძალიან ახალგაზრდაა", - ციტირებს ალბერტო ვაროს სიტყვებს Marca.

ალბერტო ვარო "ბარსელონა ბ-ში" 2016-2018 წლებში იჯარით იმყოფებოდა. 27 წლის მეკარეს, ამ პერიოდში, ტერ შტეგენთან ერთად ვარჯიშის შესაძლებლობა ჰქონდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.