გარსია პიმიენტა "ბარსა ბ-სთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

გარსია პიმიენტა "ბარსა ბ-სთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

"ბარსელონა ბ-ს" მთავარი მწვრთნელი გარსია პიმიენტა კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

გარსია პიმიენტა "ბარსელონას" სარეზერვო გუნდს 2018 წლის აპრილიდან წვრთნის. მას კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება.

წყაროს ცნობით, კატალონიელებმა პიმიენტასთვის ახალი ხელშეკრულების შეთავაზება ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ შესვენებამდე გადაწყვიტეს. მხარეები ამ დროისთვის შეთანხმებასთან ახლოს არიან. გავრცელებული ინფორმაციით, 45 წლის სპეციალისტი ბედნიერია, რომ კონტრაქტს კიდევ 2 წლით გაახანგრძლივებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #1 13 მაისი 2020 11:42
    0
    ხავის რატო არ განაიხილავენ ვაფშე მეორე გუნდის მწვრთნელად?😕პუჩს ფატის არაუხოს და კოლიადოს მოხოდავდა მაგრად 1-2 სეზონში,მერე მთავარი გუნდის მწვრთნელადაც დანიშნავდნენ და გადნოიყვანდა მაგ ბიჭებს პირველ გუნდში🙂