AS: ლა ლიგა 12 ივნისს განახლდება

AS: ლა ლიგა 12 ივნისს განახლდება

AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანეთის ჩემპიონატის დარჩენილი სეზონის განახლების სავარაუდო თარიღი ცნობილია.

მადრიდელი ჟურნალისტების ცნობით, ლიგამ კლუბებს უკვე შეატყობინა, რომ პრიმერა დივიზიონის გაგრძელება 12 ივნისიდან იგეგმება. ესპანეთის ჩემპიონატი ივნისსა და ივლისში გაიმართება, რათა ევროტურნირების ჩატარება აგვისტოში მოესწროს.

იმავე წყაროს ინფორმაციით, ასევე, სახელდება კიდევ ერთი თარიღი, 19 ივნისი, იმ შემთხვევისთვის, თუ კორონავირუსის პანდემიის გამო სეზონის განახლების დათქმული თარიღის გადავადების საჭიროება შეიქმნება.

იმისათვის, რომ ლა ლიგა რაც შეიძლება მალე დასრულდეს, კვირაში 2 ტური გაიმართება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #3 11 მაისი 2020 10:49
    0
    ჩემი აზრით კოუ და რაკეტა უნდა გაყიდოს ბარსამ და ლაუტარო ან ვერნერი უნდა მოიყვანოს და ვანდებეეკს თუ მოაყოლებენ ვაფშე კამფეტ
    წევრი [?]
    #2 11 მაისი 2020 10:45
    2
    ციტატა: M10 S9 D11
    ძალიან ორგანიზებულად მიუდგა ფედერაცია ამ საკითხს ყოჩაღ

    იმედია არ გადაიწვებიან.კვირაში 2 თამაშის ჩატარებაც დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.სკამი რომ არ ყავს იმ გუნდმა რა ქნას?ან ღმერთმა არ ქნას და ტრამვა აიკიდოს ფეხბურთელმა ეგეც საგანგაშოა.იმედია მალე დაიწყება თამაშები მაგრამ ასე მთლად ვირულად არა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 11 მაისი 2020 08:15
    1
    ძალიან ორგანიზებულად მიუდგა ფედერაცია ამ საკითხს ყოჩაღ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued