ჯეიდონ სანჩოს პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია

ჯეიდონ სანჩოს პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია

"ბარსელონას" ერთ-ერთ სატრანსფერო სამიზნეს, ჯეიდონ სანჩოს, რომელიც, დიდი ალბათობით, ზაფხულში "დორტმუნდს" დატოვებს, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე თამაშის გაგრძელება სურს. ამ ინფორმაციას Sky Sports ავრცელებს.

გავრცელებული ცნობებით, სანჩოსთვის ბრძოლაში ლიდერად "მანჩესტერ იუნაიტედი" მიიჩნევა, თუმცა, ბრიტანელი ჟურნალისტების ინფორმაციით, 20 წლის ამომავალი ვარსკვლავის მიზანი კვლავ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია, რაც "ბარსელონას" უპირატესობას ანიჭებს. ჯერჯერობით, საეჭვოა, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას "წითელი ეშმაკები" ლიგაზე მომდევნო სეზონში, "ბლაუგრანას" შემთხვევაში კი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მოხვედრის პრობლემა არ არსებობს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელი შემტევით "ლივერპული", "რეალი" და "ჩელსიც" ინტერესდებიან.

ჯეიდონ სანჩოს ანგარიშზე გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 23 მატჩი, 14 გოლი და 16 შედეგიანი გადაცემაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Pablos ar abia
    სტუმარი [?]
    #2 10 მაისი 2020 22:43
    0
    გახადეს ესბავშვი ტოპსტარი რა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 10 მაისი 2020 22:30
    3
    მერე მანჩესტერში რა პრიორიტეტი დაინახა წამო შე შობელძაღლო ბარსაში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued