"ბარსელონას" დარჩენილი მატჩების სავარაუდო განრიგი
- 8-05-2020, 12:27
-
Tsitsi
- 4

ცოტა ხნის წინ, "ლეგანესის" მთავარმა მწვრთნელმა, ხავიერ აგირემ განაცხადა, რომ ესპანეთის ჩემპიონატი 20 ივნისს განახლდება და 26 ივლისს დასრულდება. ასევე, კვირაში 2 ტურის მომსწრენი გავხდებით.
RAC1-ის წარმომადგენლები "ბარსელონას" სათამაშო კალენდრის სავარაუდო თარიღებს ავრცელებენ.
- 20-21 ივნისი - "მალიორკა"-"ბარსელონა"
- 24-25 ივნისი- "ბარსელონა" - "ლეგანესი"
- 27-28 ივნისი - "სევილია"- "ბარსელონა"
- 1-2 ივლისი - "ბარსელონა" - "ატლეტიკი"
- 4-5 ივლისი - ვიგოს "სელტა" - "ბარსელონა"
- 8-9 ივლისი - "ბარსელონა" - "ატლეტიკო"
- 11-12 ივლისი - "ვილიარეალი" - "ბარსელონა"
- 15-16 ივლისი - "ბარსელონა" - "ესპანიოლი"
- 18-19 ივლისი - "ვალიადოლიდი" - "ბარსელონა"
- 22-23 ივლისი - "ბარსელონა" - "ოსასუნა"
- 25-26 ივლისი - "ალავესი" - "ბარსელონა"
27 ჩატარებული ტურის შემდეგ ლა ლიგის სატურნირო ცხრილს "ბარსელონა" 58 ქულით ლიდერობს. კატალონიელები უახლოეს მდევარს, მადრიდის "რეალს" მხოლოდ 2 ქულით უსწრებენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]